logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
„vecherka-spb“(რუსეთი): ვიხსენებთ ტიფლისს სადაც იგრძნობ, თუ როგორ შორსაა ჩვენგან საქართველო და ამავდროულად, როგორ მჭიდროდ ვართ მასთან დაკავშირებული უამრავი ისტორიული და კულტურული ძაფით...
„vecherka-spb“(რუსეთი): ვიხსენებთ ტიფლისს სადაც იგრძნობ, თუ როგორ შორსაა ჩვენგან საქართველო და ამავდროულად, როგორ მჭიდროდ ვართ მასთან დაკავშირებული უამრავი ისტორიული და კულტურული ძაფით...
11:39 25.06.2018
“საქართველო ძალზე მიმზიდველი ქვეყანაა კულტურული ტურიზმისათვის. სანკტ-პეტერბურგიდან თბილისში ჩაფრენა და უკან დაბრუნება მხოლოდ 17-20 ათასი რუბლი დაგიჯდებათ. ვიზა არ გჭირდებათ, საკმარისია თან საზღვარგარეთის პასპორტი გქონდეთ. საქართველოში ძალიან იაფია ბინის დაქირავება, გემრიელი საჭმელები ნაკლები დანახარჯით (თან ძალიან დიდი ულუფებით!), თითქმის უფასო საქალაქო ტრანსპორტი - მეტროთი მგზავრობა ლარნახევარი ღირს, ანუ ჩვენებურად, 13 რუბლი)”-ასე იწყება რუსული გამოცემის, «Вечерний Санкт-Петербург»-ის მიერ ელენე დობრიაკოვას ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

ძველ თბილისს „ტიფლისის“ სუნი უდის - ისეთი ქალაქისა, რომელიც ოდნავღა გვახსოვს მე-19 საუკუნის ფოტოებისა და სურათების მიხედვით. სასიამოვნოა რევოლუციამდელი ხვეული კიბეების დანახვა და სასწაული ჩუქურთმებით დამშვენებული აივნები. ძველი ქალაქის ეზოებში ბავშვები თამაშობენ, უფროსები კი ზაფხულის ცხელ ასფალტს აგრილებენ - საქართველოში წყლის მრიცხველები ან არ არის, ან მათ ყურადღებას არ აქცევენ. ირგვლივ სამზარეულოებიდან გამოსული სურნელი დგას... მაგრამ ამ სახლებში დრო თითქოს გაიყინა - მათი ყოფილი ბრწინვალება გაფერმკრთალდა, გაცვდა, ბათქაშაყრილები დგანან გადახრილი ბალკონებითა და ვერანდებით. ამჟამად ძალიან ბევრი ავარიული შენობაა გუდიაშვილის მოედანზე, სადაც 1837 წელს ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის პრაპორშიკი მიხეილ ლერმონტოვი ცხოვრობდა. გაუგებარია, ეს შენობა დაკონსერვებულია და თუ მას დანგრევა ელოდება. თუმცა რაღა სხვას ვსაყვედურობთ, როცა ჩვენთან, სანკტ-პეტერბურგშიც თითქმის იგივე მდგომარეობაა - პოეტის სახლი სადოვაიაზე დანგრევას ელოდება.

თბილისში იმ სახლსაც ნახავთ, დიდებული საპარადო შესასვლელით, რომელშიც კომპოზიტორი მიქაელ ტარივერდიევი ცხოვრობდა, თუმცა ბარელიეფებს ქვემოთ სარკმელები ჩამსხვრეულია, კარი კი დაღრეცილი. მისი დანახვა ასეთ მდგომარეობაში კიდეც გწყინს და კიდეც გხიბლავს - შენ მოწმე ხარ დროის ბუნებრივი მსვლელობისა, რომელიც ქალაქის ოდესღაც არსებულ სილამაზეს თავის დაღს ასვამს.

თბილისში საბჭოთა პერიოდის მრავალ ნიშანს წააწყდები: ეს არის მეტრო, რომელშიც ჯერ კიდევ შემორჩენილია 1960-იანი წლების ფირნიშები და მაჩვენებლები, ქუჩის საკანალიზაციო და სატელეფონო ჭების ლუკები, ხიდების ჩაქუჩ-ნამგლიანი ცხაურები.

ახალგაზრდა თბილისელები რუსულ ენას თითქმის არ ფლობენ - ისინი ან ქართულად ლაპარაკობენ, ან ინგლისურად. შენობების მისამართების ფირნიშებზეც წარწერები მხოლოდ ქართულად და ინგლისურადაა. მე პირადად სვანეთის მთებში მდებარე სოფელშიც კი ვნახე მაღაზია ინგლისური წარწერით - Market. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობაა, ანუ აქცენტი აშშ-ზე. ის ადამიანები კი, რომლებსაც მე ვესაუბრე (35-დან 60 წლამდე ასაკისა), მიხეილ სააკაშვილს არ აქებენ, თუმცა ობიექტურობასაც იჩენენ და ამბობენ, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ქუჩებში (...) მეტი წესრიგი დამყარდაო.

თბილისის ქუჩებში საკმაოდ ბევრი მათხოვარია. თბილი კლიმატი მათ საშუალებას აძლევს პარკებში იცხოვრონ და ცენტრალურ უბნებში იხეტიალონ. ისევე როგორც ამერიკაში, საქართველოშიც ბომჟებს არავინ დევნის. ისინი თბილისის განუყოფელი ნაწილად იქცნენ.

თბილისის მუზეუმები - ეს ცალკე საუბრის თემაა. აქ შეიძლება დატკბეთ ფიროსმანის ნახატებით, შეისწავლოთ არქეოლოგიური გათხრების შედეგები ღია ცის ქვეშ, ნახოთ ათასწლოვანი ხელოვნების ნიმუშები. შთამბეჭდავია ერთ-ერთი მუზეუმის ექსპოზიცია „საბჭოთა ოკუპაცია: 1921-1991“, რომლის ძირითადი ნაწილია ლენინურ-სტალინური რეპრესიები...

და კიდევ: თბილისი ღამითაც უნდა ნახო, მშვიდობის განათებულ ხიდზეც უნდა გაიარო რიყის პარკში და საბაგირო გზით მთაზეც ახვიდე, სადაც ძველი ნარიყალას ციხე დგას, იქვე ახლოს კი „ქართვლის დედის“ დიდი ქანდაკება.. იქიდან რომ გადმოიხედავ, განსაკუთრებით იგრძნობ, თუ როგორ შორსაა ჩვენგან საქართველო და იმავდროულად, როგორ მჭიდროდ ვართ მასთან დაკავშირებული - უამრავი ისტორიული და კულტურული ძაფით...

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა