logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
"golosarmenii" (სომხეთი): საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა არ ჰგავს სააკაშვილს, რომელიც ოკეანის გადაღმიდან მიღებულ დირექტივებს ბრმად ასრულებდა
"golosarmenii" (სომხეთი): საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა არ ჰგავს სააკაშვილს, რომელიც ოკეანის გადაღმიდან მიღებულ დირექტივებს ბრმად ასრულებდა
10:14 27.05.2018
"პრაღაში გამართულ ქართულ-რუსულ მოლაპარაკებაზე გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული. მხარეები ჯერ-ჯერობით ცდილობენ, რომ ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი როგორმე მკვდარი წერტილიდან დაიძრას, ამიტომაც რაიმე დიდი ოპტიმიზმის გამოვლენა ძალიან საფრთხილოა. მით უმეტეს, რომ საკითხი ეხება იმ ორ სახელმწიფოს, რომელთა შორის დიპლომატიური ურთიერთობა დღემდე გაწყვეტილია"-ასე იწყება სომხური გამოცემის, «Голос Армении»-ს მიერ ივან გრიგოროვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან, შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

მთავარი საკითხი, რომელიც პრაღის შეხვედრის დღის წესრიგში იდგა, ესაა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე გამავალი „საბაჟო დერეფნების“ შესახებ 2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების პრაქტიკული რეალიზების გზების შემუშავება. პრაღის მოლაპარაკებას ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ერევანში, რადგან მის წარმატებაზეა დამოკიდებული რისეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაც. თუმცა წინასწარ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და რაიმე სწრაფ გარღვევას არ უნდა ველოდოთ.

ცხადია, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით მოლაპარაკების ყველა დეტალის გამხელას არ აპირებენ, რაც სავსებით ბუნებრივია იმ პირობებში, როცა „დერეფნების“ საკითხის დადებითად გადაწყვეტას ბევრი არაკეთილსმსურველი ჰყავს. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთ მესამე ქვეყანას, რომელიც „საბაჟო დერეფნების“ გახსნითაა დაინტერესებული, მხოლოდ სომხეთი წარმოადგენს. ჰოდა, ამიტომაც ერევანი იძულებულია იმ მცირე ინფორმაციით დაკმაყოფილდეს, რომელიც მასმედიას ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა გაუზიარეს.

საყურადღებოა, რომ მხარეთა განცხადებებში წინააღმდეგობები აღარ შეინიშნება, რაც კარგ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს. „რკინიგზის გახსნაზე არ გვისაუბრიაო“, აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ, მაგრამ კაცმა რომ თქვას, თუ ტვირთების მოძრაობა დაიწყება, მაშინ რკინიგზა, ბუნებრივია, უნდა ამოქმედდეს. სხვაგვარად, სიტუაცია უაზრო იქნება.

სხვა საქმეა საქართველოს ორი ყოფილი ავტონომიის კორუმპირებულ ხელისუფალთა პოზიცია და ის, თუ რამდენადაა მოსკოვი განწყობილი მათზე ზეწოლის მოსახდენად. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უფრო რთულ ვითარებაში იმყოფება: ერთი მხრივ, თბილისი უკიდურესადაა დაინტერესებული იმ ეკონომიკური ბიძგით, რასაც რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა გამოიწვევს (აღარაფერს ვამბოთ სომხეთის ინტერესზე, ეს ისედაც ნათელია), მაგრამ მეორე მხრივ, თბილისი ძალზე ხისტ ზეწოლას განიცდის ვაშინგტონისა და ანკარისაგან (პლუს ბაქოსაგანაც), რომლებიც არანაირად არ არიან დაინტერესებულნი სატრანსპორტო ბლოკადის გარღვევით რუსეთსა და ამიერკავკასიას შორის. ამასთან, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსკოვი, თავის მხრივ, არ დაიწყებდა ამ საკითხზე მოლაპარაკებას, თუ დარწმუნებული არ იქნებოდა იმაში, რომ აფხაზეთზე და მით უმეტეს, ჯუჯა სამხრეთ ოსეთზე ზეწოლას ვერ მოახდენს. რჩება იმის იმედი, რომ კრემლი საქმეს ბოლომდე მიიყვანს და შუა გზაში არ გაჩერდება.

როგორც უკვე ვთქვით, „საბაჟო დერეფნების“ საკითხში არც საქართველოს უდგას კარგი დღე, რომელიც ვაშინგტონისაგან ზეწოლის ქვეშაა. ნიშანდობლივია, რომ პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მოლაპარაკება აშშ-ში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფონზე გაიმართა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. იგი სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომლეომ და ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მიიღეს. პრეს-კონფერენციაზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული პრობლემების საკითხი. ვერ ვიტყვით იმას, რომ აშშ-ში საქართველოს პრემიერს რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება ურჩიეს, მაგრამ ერთი გარემოება მაინც ოპტიმიზმს გვინერგავს: გარკვეული პრობლემებისა და ხარვეზების მიუხედავად, საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა სრულიადაც არ ჰგავს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელ გუნდს, რომელიც ბრმად ასრულებდა ოკეანის გადაღმიდან მიღებულ დირექტივებს.

საბაჟო დერეფნების თაობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, პრაღაში მხარეებმა კიდევ ერთი კონკრეტული საკითხი მოაგვარეს: საბოლოოდ გადაწყდა, რომ რუსეთი საქართველოს მოსკოვში მდებარე საელჩოს შენობას დაუბრუნებს.
ამრიგად, მოსკოვი და თბილისი ნელ-ნელა მიაბიჯებენ ერთმანეთთან დაახლოების მიზნით. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებით სომხეთი მხოლოდ მოიგებს. ჩვენ მხოლოდ ის გვრჩება, რომ სიტუაციის განვითარებას დაველოდოთ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა