„kaspiy“(აზერბაიჯანი): სამცხე-ჯავახეთში დღეს რამდენიმე ანტიქართული არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს
„kaspiy“(აზერბაიჯანი): სამცხე-ჯავახეთში დღეს რამდენიმე ანტიქართული არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს
10:39 21.05.2018
აზერბაიჯანული გამოცემა «Каспiй» აქვეყნებს აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის კავკასოლოგიის ინსტიტუტის ქართველოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ელნურ კალბიზადეს სტატიას, სადაც საუბარია იმ საფრთხეებზე, რომელიც ავტორის შეფასებით საქართველოს სეპარატიზმის კუთხით ემუქრება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„დღეს სომხური სეპარატრისტული დაჯგუფებები ცდილობენ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული დემოკრატიზაციის პოლიტიკა, თბილისის მულტიკულტურალური მიდგომები ქვეყნის ეროვნულ უმცირესობათა მიმართ. სამცხე-ჯავახეთში დღევანდელი ლოზუნგები თითქმის იგივეა, რასაც ათეული წლების წინ აზერბაიჯანულ მთიან ყარაბაღში ვხედავდით.

ამჟამად სამცხე-ჯავახეთში მომრავლებულია ისეთის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ სცენარით მოქმედებენ, მაგალითად, „ზორ აივენიკ“ (ძლიერი დედა-სამშობლო“), რომლებიც სომხეთიდან ფინანსდება. სომხეთის მთავრობა ხელს უწყობს და ახალისებს ისეთი წიგნების გამოცემებს, როგორიცაა ისტორიკოს სამველ კარაპეტიანის „ნაწარმოები“ სახელწოდებით „ჯავახკი“ (სომხურ ენაზე გამოიცა 2006 წელს, ინგლისურად კი 2011 წელს). წიგნში სრულიად გაყალბებულია საქართველოს ისტორიის ფაქტები“, - აღნიშნავს აზერბაიჯანელი მეცნიერი და მიუთითებს, რომ 2007 წლის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“ სამცხე-ჯავახეთი სომხეთის საზღვარგარეთულ ტერიტორიადაა მოხსენიებული, მთიან ყარაბაღთან ერთად“-წერს ავტორი.



p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.nsp.ge


ბეჭდვა