«Schwäbische Zeitung»(გერმანია): „მარგალიტის ქორწინება“ თელავთან; საქართველოსა და გერმანიის ქალაქები დაძმობილების 30 წლისთავს აღნიშნავენ
«Schwäbische Zeitung»(გერმანია): „მარგალიტის ქორწინება“ თელავთან; საქართველოსა და გერმანიის ქალაქები დაძმობილების 30 წლისთავს აღნიშნავენ
10:55 07.05.2018
„1988 წლის 20 ივნისს ორშაბათს, თელავის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა რამაზ კურზეკაშვილმა და ბიბერახის მერმა კლაუს ვილჰელმ ჰოფმანმა, რატუშაში, ხელი მოაწერეს პარტნიორობის შეთანხმებას. მართალია, ამ ორ ქალაქ ერთმანეთისაგან 3500 კილომეტრი აშორებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი 30 წლის განმავლობაში ძალიან დაახლოვდნენ“, - ნათქვამია გაზეთ Schwäbische Zeitung-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

„გერმანული ბიბერახი ქართულ თელავს სტუმრად იწვევს, დაძმობილების იუბილეს ერთობლივად აღნიშვნის მიზნით. თელაველები წამოადგენენ ორ პროექტს: პირველი - ფოტოგამოფენას „ჩვენი ცხოვრება“, რომელშიც გადმოცემულია ადგილობრივ ახალგაზრდა ფოტომოყვარულთა თვალით დანახული მშობლიური ქალაქის ხედები. მეორე კი თელავისა და ბიბერახის თანამშრომლობის 30-წლიან ისტორიას ასახავს.

ყოველი ბიბერახელი, რომელიც საქართველოში და, კერძოდ, თელავშია ნამყოფი, ქართული ყოფა-ცხოვრების ტრადიციების, ქვეყნის სილამაზით და ბუნების მშვენიერებით მიღებული შთაბეჭდილებითაა დატყვევებული.

ბიბერახში მრავალფეროვანი სხვა კულტურული ღონისძიებებიც გაიმართება: ჩატარდება კონცერტი გერმანელი და ქართველი მუსიკოს-მომღერლების მიერ, აგრეთვე ბაზრობა ბიბერახთან დაძმობილებული ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრების მონაწილეობით. რასაკვირველია, ყურადღების ცენტრში თელაველები იქნებიან.

ბეჭდვა