logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
NCDC: საქართველო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის
NCDC: საქართველო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის
11:37 12.05.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ქვეყანა მილიონ მოსახლეზე გადათვლით სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, დეზინფორმაციას უწოდებენ. ცენტრის დირექტორის მრჩეველი, ნათია სხვიტარიძე განმარტავს, რომ ეს არასწორად ინტერპრეტირებული მონაცემებია და ინფორმაციის გამავრცელებელს შეგნებულად აქვს შერჩეული და მონიშნული ის ქვეყნები, სადაც ამ ეტაპზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია. ოფიციალური საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის.

„წარმოდგენილი ინფორმაცია არის არასწორად ინტერპრეტირებული. შერჩეული ქვეყნები, სადაც საქართველო ამ სურათზე არის წარმოდგენილი წამყვან ქვეყნად, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან შედარებული არის იმ ქვეყნებთან, სადაც ამ წუთებში სიკვდილიანობა არის ძალიან დაბალი. რეალური ციფრით, ოცეულშიც არ მოიაზრება საქართველო ოფიციალურად დადასტურებული ციფრებით“, - აღნიშნა ნათია სხვიტარიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 324 256 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 303 679, გარდაიცვალა 4336 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა