logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
ლაშა ხუციშვილი: ჩვენი საბაჟო ინფრასტრუქტურა პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების პირობებშიც განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას
ლაშა ხუციშვილი: ჩვენი საბაჟო ინფრასტრუქტურა პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების პირობებშიც განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას
12:52 05.04.2021
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პანდემიის პირობებში გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებში კონტროლის პროცედურებს გაეცნო.


მინისტრმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან და სამსახურის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაათვალიერა თბილისში არსებული გაფორმების ეკონომიკური ზონები (,,თბილისი", ,,თბილისი 2", გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი") სადაც როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო ტვირთების გაფორმების პროცედურები ხორციელდება .


ასევე, საჰაერო გზით შემოსული ტვირთების მომსახურების ავია-სატვირთო ტერმინალი - „ლასარე" მოინახულა.


ფინანსთა მინისტრი კინოლოგ-ოფიცრების მუშაობას გაეცნო, რომლებიც სამსახურებრივ ძალებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების უსაფრთხოებას იცავენ.


ლაშა ხუციშვილი იმყოფებოდა „სადახლოსა" და „წითელი ხიდის" საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, სადაც მებაჟე ოფიცრებისგან ინფორმაცია მოისმინა პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, როგორ მიმდინარეობს საბაჟო კონტროლის პროცედურები, რათა საერთაშორისო გადაზიდვები დაუბრკოლებლად განხორციელდეს.


ფინანსთა მინისტრმა პანდემიის პირობებში გაწეული სამსახურისთვის. თითოეულ მებაჟე ოფიცერს მადლობა გადაუხადა.


„ჩვენი მებაჟე ოფიცრები, გაფორმების ეკონომიკური ზონების თანამშრომლები, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, თავიდანვე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. მათ განსაკუთრებული როლი ჰქონდათ, გამომდინარე იქიდან, რომ 24 საათის განმავლობაში, ისინი ემსახურებოდნენ როგორც ჩვენს მოქალაქეებსა და ტურისტებს, ისე ბიზნეს ოპერატორებს. პირველივე დღეებიდანვე, განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება, რამაც უზრუნველყო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების, მგზავრების შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. მინდა მათ მადლობა გადავუხადო ამ ურთულესი სამუშაოს ღირსეულად შესრულებისთვის. ამ დროისთვისაც, ჩვენი საბაჟო ინფრასტრუქტურა პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების პირობებშიც განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას. დღეს, ყველაზე მთავარია, პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა და ვაქცინაციის პროცესის აქტიურად წარმართვა, რაც საშუალებას მოგვცემს საჰაეროსთან ერთად, გაიხსნას სახმელეთო საზღვარი, საბაჟო-გამშვებმა პუნქტებმა კვლავ შეუფერხებლად განაგრძონ მგზავრებისა და ტვირთების მომსახურება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა