logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
ქეთევან დუმბაძე: უპირველეს ყოვლისა უამრავი შემოქმედის, სხვა და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების სახელით მინდა მადლობა გადმოგცეთ ამ გადაწყვეტილებისთვის.
ქეთევან დუმბაძე: უპირველეს ყოვლისა უამრავი შემოქმედის, სხვა და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების სახელით მინდა მადლობა გადმოგცეთ ამ გადაწყვეტილებისთვის.
12:30 16.03.2021
საქართველოს პარლამენტის წევრი, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან დუმბაძე კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფას გამოეხმაურა და მადლობა გადაიხადა ამ გადაწყეტილებისთვის.

"აღარ ვილაპარაკებ იმ ურთულეს პრობლემებზე, რომელის წინაშეც კულტურა და კულტურის წარმომადგენლები დადგნენ პანდემიის პერიოდში. რამდენი რამ იყო და არის გასაკეთებელი ამ სფეროსთვის არა მხოლოდ პანდემიურ და პოსტ პანდემიურ პერიოდში.

კულტურა ერის ღირსებაა - ყოველთვის ასე ითვლებოდა საქართველოში და ასეა ახლაც. ისეთი ერისთვის კი რომელიც ასე თვლის, კულტურული რყევები ან სტაგნაცია ყველა ბუნებრივ სტიქიაზე უფრო საშიშია!

საქართველოსთვის კულტურა სტრატეგიული დარგია და შემოქმედებითი საზოგადოება ითხოვს სახელმწიფო დონეზე ამის აღიარებას რადგან მიაჩნია, რომ კულტურაზე დგას საქართველოს, როგორც ქვეყნის ცნობადობა, რითაც შეუძლია დაიმკვიდროს თავი მსოფლიო თანამეგობრობაში. რადგან მიაჩნია, რომ მსოფლიო კულტურასთან შერწყმა, ქვეყნისთვის მსოფლიო კულტურულ რუქაზე დამკვიდრების წინაპირობაა.

კულტურა საგარეო პოლიტიკის საძირკველია - ასე განსაზღვრა კულტურის როლი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და, რა თქმა უნდა, იგი არ ცდებოდა, დღეს ეს განსაზღვრება ყველაზე აქტუალურად ჟღერს და მინდა მჯეროდეს, რომ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე კულტურა პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს.

არაერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დაპირისპირებები და აგრესია კი არ იწვევს კულტურის კრიზისს, არამედ პირიქით, შეურიგებლობა და აგრესიაა კულტურის კრიზისის შედეგი. და თუ დავეთანხმებით ამ აზრს, ნათელი გახდება, რამდენად მნიშვნელოვანია კულტურის როლი საზოგადოების განვითარების პროცესში.

დარწმუნებული ვარ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა და საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნა წაშლის ბოლო დროს საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებას, რომ კულტურას ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა.

და ბოლოს, კულტურის სფეროს წარმომადგენლების სახელით მინდა მივმართო ბიზნესის წარმომადგენლებს და კულტურის სტიმულირებისკენ მოვუწოდო.

მივმართო პარლამენტს და გთხოვოთ ფილანტროპიის კანონის შემუშავება, რომელსაც, როგორც გადარჩენას ისე ელის კულტურის სფერო და იმედს ვიტოვებ, რომ კულტურის კომიტეტის შექმნა ამ კანონის მალე ინიცირების საწინდარი გახდება! რომელიც დიდ შეღავათს გაუწევს სახელმწიფოს ისეთი მოწყვლადი სფეროს განვითარებაში როგორიც კულტურაა" - განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა