„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მუშაობას სრული დატვირთვით განაგრძობს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მუშაობას სრული დატვირთვით განაგრძობს
11:09 11.05.2020
დღეიდან „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას როგორც ავტომობილების გაყიდვის, ისე ავტოსერვისის მიმართულებით. ტოიოტას ბრენდის ავტომობილების შესაძენად თქვენ ისევ შეგიძლიათ, ესტუმროთ კომპანიის შოურუმს, ადგილზე შეარჩიოთ სასურველი ავტომობილი და გაიაროთ ტესტდრაივი. „ტოიოტა თეგეტა“ სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფოს და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით ემსახურება მომხმარებლებს. კომპანიის პერსონალი სრულად არის ეკიპირებული და დაცული ვირუსის გადადების შემთხვევისგან, ასევე, მუდმივად კეთდება შოურუმის, სერვისისა და ავტომობილების დეზინფექცია.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, როგორც ყოველთვის, ზრუნავს თავის მომხმარებელზე და სთავაზობს სავალი ნაწილის უფასო დიაგნოსტიკას და ელდიაგნოსტიკას 50%-იანი ფასდაკლებით. ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ, უფასოდ ისარგებლოთ „ტოიოტა კომფორტის“ მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე. „ტოიოტა კომფორტის“ ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. კომპანია ავტომობილზე სრულად არის პასუხისმგებელი, აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად მოახდენს თქვენს ინფორმირებას ავტომობილის მდგომარეობისა და საჭირო სერვისის შესახებ. დამატებითი უსაფრთხოებისთვის სერვისიდან გამოსული ავტომობილი გადის სრულ დეზინფექციას.

ბეჭდვა