კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223-მდე გაიზარდა
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223-მდე გაიზარდა
08:49 04.05.2020
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია  stopcov.ge-ზე ვრცელდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 4830 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 521.


ბეჭდვა