logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გაერო: გაუზიარეთ ერთმანეთს აღდგომის დღესასწაულის განწყობა და არა ვირუსი!
გაერო: გაუზიარეთ ერთმანეთს აღდგომის დღესასწაულის განწყობა და არა ვირუსი!
21:25 17.04.2020
"აღდგომა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაულია, რომელსაც მრავალი ოჯახი ერთად აღნიშნავს. დღეს საზოგადოების სააღდგომო განწყობა ასევე გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას კორონავირუსისგან საკუთარი თავისა და სხვათა დასაცავად.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა გაგებით ეკიდება და იცავს მთავრობის რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევით შემუშავებულ პროფილაქტიკურ ზომებს ეფუძნება. შედეგად, კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობა კონტროლს ექვემდებარება და ბევრის სიცოცხლეც გადარჩა. ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს" ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

"მოვუწოდებთ თითოეულ ოჯახს საქართველოში, წელს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნისას, პირველ ადგილზე დააყენონ საზოგადოების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. გთხოვთ, დარჩეთ სახლში, ნუ შეიკრიბებით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები ჯანმრთელად იყოთ ამ უჩვეულო ვითარებაში.

უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, შორს თუ ახლოს მყოფ ახლობლებთან დასაკავშირებლად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რადგან ფიზიკური დისტანცია არ არის სოციალური იზოლაცია. მოდით, ასეთი დისტანციური კავშირებით აღვნიშნოთ ყველამ ერთად ეს დღესასწაული.

ფიზიკური დისტანციის წესების დაცვით ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს, ჩვენს საყვარელ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველებს: ხანდაზმულებს, სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს.
რეკომენდაციების შესრულებით ასევე დავიცავთ ჯანდაცვის მუშაკებსა და ამ სფეროში დასაქმებულებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ კორონავირუსის დასამარცხებლად პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელად და დაავადებულთა მკურნალობა შეძლონ.
საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნის ყველა მცხოვრებს, სახლში დარჩენით განაგრძონ თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა კორონავირუსთან ბრძოლაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბედნიერ აღდგომას უსურვებს საქართველოს ყველა მცხოვრებს, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ!"-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა