logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გოგეშვილი "მთავარ არხს" ინფორმაციის დამახინჯებაში და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს
გიორგი გოგეშვილი "მთავარ არხს" ინფორმაციის დამახინჯებაში და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს
15:07 05.04.2020
დეზინფორმაციის მთავარი არხი, როგორ ხართ? ჩემი თავი რო ვერ მეცნო და პროსტა მომესმინა და ვერც ხმა მეცნო, მტყუანს შევაგინებდი, ისეთი იბაზრა "მე"-მ. პოსტი არ არის პირბადეების ავკარგიანობაზე, მაგას სერტიფიკატი ადასტურებს და საუბარია, მთავარი არხის მიერ ინფორმაციის დამახინჯებაზე და მამაძაღლობაზე. პირველ აპრილს რო კაცი მთავარის ჟურნალისტს დაუჯერებ, მეტის ღირსი ვარ , - ამის შესახებ გიორგი გოგეშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გოგეშვილი მთავარ არხს ინფორმაციის დამახინჯებაში ამხელს, ამბობს, რომ სიუჯეტში გავიდა კონტექსტიდან ამოღებული, საოცრად გადაბრუნებული, შეცვლილი ნასაუბრები და პროცეზე ქრონოლოგიურად საუბრობს.

რეკავს გოგო - თამთა ვარ დოლენჯაშვილი მთავარი არხიდან. მოვალ, სიუჟეტს მოვამზადებთ პირბადეებზეო.

მოვიდა, ჩაწერა, ჩამწერა, ნახა სერტიფიკატი, რომ სერტიფიცირებულია ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ, ტესტირებული მსოფლიო მნიშვნელობის, ლუგარის ლაბორატორიაში. ოპერატორს უთხრა - გადაიღე კარგადო. გადაიღო ოპერატორმა კარგად. მერე მკითხა - ვინმე თუ იცი, რო ადგილზე ამზადებდეს პირბადეებსო? ერთ-ერთი, ვინც ადგილზე ამზადებდა და თან მაღალი სტანდარტით, დავაკავშირე. იქვე შეუთანხმდა - ჩაგწერო. წავიდა და ისიც ჩაწერა. დადგა სიუჟეტის გაშვების დღე. მშობელი რომ სკოლის ზეიმზე თავისი, პირველ კლასელი ბავშვის გამოჩენას ელოდება სცენაზე, ისე ველოდებოდი ჩემს თავს ტელევიზორში. მოვიდა სიუჟეტის დრო. ვუყურე მთელ გადაცემას, არსად ვჩანდი, ტყუილად დავიზაფრე რაღაცა სროლებზე ლაპარაკის მოსმენით. ვიფიქრე, არც ისე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ამბავი და ალბათ ხვალ გავეძრობი მეთქი. მომდევნო დღესაც ვუყურე, იქაც არაფერი. რაღაცა კაბელების საქმე 7 წლის მერეო - ბაზრობდნენ, გამოვრთე. წეღან გადის სიუჟეტი.

აღარც სერტიფიკატი, აღარც მნიშვნელოვანი საკითხები, საერთოდ სხვა ნასაუბრები, კონტექსტიდან ამოღებული, საოცრად გადაბრუნებული, შეცვლილი და გაშვებული. ჩემი თავი რო ვერ მეცნო და პროსტა მომესმინა და ვერც ხმა მეცნო, მტყუანს შევაგინებდი, ისეთი იბაზრა "მე"-მ“,- წერს გიორგი გოგეშვილი.

იგი "მთავარ არხს“ დეზინფომაციის მთავარ არხს უწოდებს და ამბობს, რომ:

"თუ არ იცით გარეთ რა ამინდია და მთავარი არხი ამინდის პროგნოზში ამბობს - გარეთ წვიმს და ქარიაო. შეგიძლიათ დაუფიქრებლად, საცურაო კოსტუმით გახვიდეთ გარეთ და იზაგრაოთ. დამცავი დაგჭირდებათ, თორე დაიწვებით. დეზინფორმაციის მთავარი არხი, როგორ ხართ? სერიიდან - მე ვარ დებილ'ი, გამეთიშა უნდა ტელ'ეფონი და მაგი იქნებოდა კარგი. პირველ აპრილს რო კაცი მთავარის ჟურნალისტს დაუჯერებ, მეტის ღირსი ვარ. პ.ს. პოსტი არ არის პირბადეების ავკარგიანობაზე, მაგას ისედაც სერტიფიკატი ადასტურებს და ვისაც უნდა დაიჯერებს, ვისაც უნდა - არა. საუბარია, ეგეთი ხარისხით ინფორმაციის დამახინჯებაზე, გადაკეთებაზე და მოკლედ, მამაძაღლობაზე“,- წერს გიორგი გოგეშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა