logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
სოციალურად დაუცველი მარტოხელა  მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეების ჩართულობა გრძელდება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეების ჩართულობა გრძელდება
15:50 29.03.2020
სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეების ჩართულობა გრძელდება.

თბილისის მერიისა და "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ჰიპერმარკეტების ქსელ "გუდვილში" შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც "წითელი ჯვრის" მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ.

აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, ჰიპერმარკეტ "გუდვილში" იმყოფებოდა. კახა კალაძემ კამპანიაში ჩართულ ყველა ადამიანს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

"ადამიანებს, რიგითი მოქალაქეებს, როდესაც თავისთვის ყიდულობენ საკვებ პროდუქტებს, ეძლევათ შესაძლებლობა და ეს, რა თქმა უნდა, მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რომ გარკვეული პროდუქტები შეიძინონ იმ ადამიანებისა და ოჯახებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და ვისაც ჩვენ ვეხმარებით. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან ბევრი წერილი, ზარი შემოდიოდა, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ, როგორ შეიძლება ჩავერთოთ კამპანიაში, ამას რიგითი მოქალაქეები გვწერდნენ. ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმა, სადაც ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, დაეხმაროს და თავისი წვრილი შეიტანოს პროდუქტებით ადამიანებისა და ოჯახების დახმარების საქმეში. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ თანადგომისთვის. საკმაოდ დიდი მოცულობაა უკვე შეკრებილი, რომელსაც ჩვენ გამგეობებისა და მოხალისეების საშუალებით ვარიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში იმ ოჯახებში, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ჰიპერმარკეტ "გუდვილში" მისულ მომხმარებელს დახვდება "წითელი ჯვრის" კუთხე, სადაც მათ მოხალისეები საჭირო პროდუქტებთან დაკავშირებით რეკომენდაციას გაუწევენ.

"წითელი ჯვრის" კუთხე ასევე, ფუნქციონირებს ჰიპერმარკეტ "აგროჰაბის" ყველა ფილიალში.

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები.

აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების და რაიონული გამგეობების თანამშრომლების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა