logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
დისტანციური სწავლებისას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მასწავლებლები სამინისტროს მიერ სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციებით ასწავლიან
დისტანციური სწავლებისას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მასწავლებლები სამინისტროს მიერ სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციებით ასწავლიან
17:30 27.03.2020
დისტანციური სწავლებისას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მასწავლებლები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სპეციალურად შემუშავებული რეკომენდაციებით ასწავლიან

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტროს მიზანია, დისტანციური სწავლების რეჟიმში საგნის მასწავლებლებმა, სხვადასხვა ფორმით, პროცესში აქტიურად ჩართონ სსსმ მოსწავლეები მათი საჭიროებების შესაბამისად და შეძლონ მათთან ემოციური და სოციალური კავშირის შენარჩუნება.
ამ მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა:

• სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები დაეხმარებიან სპეციალურ მასწავლებლებს თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის აქტივობების დაგეგმვაში, რომლებიც შერჩეული იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმიდან. საგნის მასწავლებლებთან და მშობლებთან თანამშრომლობით შესაძლებელია ახალი მოკლევადიანი მიზნებისა და აქტივობების შექმნაც.

• ეფექტური იქნება, თუ სპეციალური მასწავლებლები დაიცავენ ბალანსს აკადემიური და კოგნიტური უნარების განმავითარებელი აქტივობების შერჩევისას, მაგალითად, დისტანციურად მოწოდებულ დავალებებში გაითვალისწინებენ როგორც მათემატიკის, თხრობის, წერის, კითხვისა და კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობის, ასევე, სახალისო, მოძრავ აქტივობებს, რომლებიც ჭრას, ძერწვას და ა.შ მოიცავს. შესაძლოა, დავალება იყოს გაკვეთილის თემის შესაბამისი ანიმაციის ნახვა და იმის მიხედვით ნახატის შექმნა, ასევე ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ა.შ.

• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან დისტანციური სწავლების ფორმატით მუშაობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა და მოტივაცია, რათა ერთგვარი ასისტირება გაუწიონ მოსწავლეებს. ამ მიმართულებით მშობლებთან კომუნიკაციაში ფსიქოლოგებისა და სპეციალური მასწავლებლების როლი ძალიან დიდია.

• სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები პერიოდულად უკავშირდებიან სპეციალურ მასწავლებლებს და სთხოვენ უკუკავშირს, უწევენ კონსულტირებას.
ხაზგასასმელია, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთა განათლებას ხელს შეუწყობს პროექტი "ტელესკოლა", რომელიც დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატია. "ტელესკოლაში" გაკვეთილების დაგეგმვისას, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციებით, გათვალისწინებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტერესებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. "ტელესკოლის" პროექტის თავისებურებიდან გამომდინარე, ის დიდ დახმარებას გაუწევს უსინათლო ან მცირე მხედველ მოსწავლეებსაც, რომლებიც გაკვეთილებს მოისმენენ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილის პროცესში ნაჩვენები ვიდეო რგოლები, სურათები, თვალსაჩინო მასალები პარალელურად მასწავლებლის მიერ იყოს ზეპირად ახსნილი (აუდიო აღწერა).
"ტელსკოლის" პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება მოკლე ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რომელთაც აქვთ აკადემიური და კოგნიტური უნარების სირთულე. ვიდეოგაკვეთილები მოიცავს რეკომენდაციებს ნატიფი მოტორული უნარების, აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, სააზროვნო უნარების განვითარების შესახებ. აღნიშნული ვიდეოგაკვეთილები გამიზნული იქნება მშობლებისთვის, რათა მათ შეძლონ სსსმ მოსწავლეთა უნარების განვითარების ხელშეწყობა ოჯახის პირობებში არსებული რესურსების გათვალიწინებით.
"ტელესკოლა" მნიშვნელოვანი იქნება მათთვისაც, ვისაც სწავლის უნარის დარღვევა (დისლექსია, დისკალკულია) ახასიათებს, რადგან გაკვეთილების მეთოდოლოგია იქნება როგორც ზეპირი გადმოცემის, ასევე თვალსაჩინო მასალების ჩვენებისკენ მიმართული.
"ტელესკოლა" ასევე ძალიან სასარგებლო იქნება მიუსაფარი ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე დროის უმეტეს ნაწილს დღის ცენტრებში ატარებენ.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. აღნიშნულმა საბჭომ, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაავალა მაქსიმალურად გაზარდოს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი "ტელესკოლა" სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა