logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
თენგიზ ცერცვაძე: პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა თავის ხელში, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური
თენგიზ ცერცვაძე: პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა თავის ხელში, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური
20:56 18.03.2020
პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა თავის ხელში. მოდი ასე დავარქვათ - პირდაპირი სამთავრობო მმართველობა. მან აიღო პირდაპირი სამთავრობო მმართველობა, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური. სულ სხვა დონეზე ავიდა საპასუხო ღონისძიებების გატარების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ საავადმყოფოში პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძისა და მედპერსონალთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე ბევრი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანა არის საქართველოზე გაცილებით უარეს პირობებში.

„საპასუხო ზომები იყო საკმარისი და ეფექტური, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ატარებდნენ. როგორც კი დაიწყო შემთხვევების მატება ჩვენთან. ბევრი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანა არის საქართველოზე გაცილებით უარეს პირობებში. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა თავის ხელში. მოდი ასე დავარქვათ - პირდაპირი სამთავრობო მმართველობა. მან აიღო პირდაპირი სამთავრობო მმართველობა, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური. სულ სხვა დონეზე ავიდა საპასუხო ღონისძიებების გატარების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა.

თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება სახელმწიფო მფლობელობაში არსებული 4 წამყვანი ჰოსპიტალის - რესპუბლიკური საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკის, გორის ჰოსპიტალისა და ბოჭორიშვილის კლინიკის უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლოს მიზნებისთვის გამოყოფა და კლინიკური მართვის ერთიანი სისტემის დაწესება ძალიან დროული და სწორი იყო.

„კერძოდ - ბევრი გამოთქვამდა გარკვეულ ეჭვს, თუ რამდენად მზად იყოს ჩვენი ქვეყანა, ჰოსპიტალური სექტორი. პირველი, რაც გააკეთა ბატონმა პრემიერმა, საგანგებო თათბირზე, მინისტრთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ გააკეთა განცხადება, რომ გამოიყო სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი 4 წამყვანი ჰოსპიტალი, რესპუბლიკური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, გორის ჰოსპიტალი და ნაწილობრივ ბოჭორიშვილის კლინიკა. ამ ოთხ ჰოსპიტალს აქვს 440 საწოლის რესურსი, რაც დღეისთვის საკმარისზე მეტია. კონკრეტულად ითქვა, თუ რამდენი სუნთქვის აპარატი აქვს და ოთხ დაწესებულებას, რომ სამედიცინო პერსონალმა გაიარა მომზადება და მთლიანად ეკიპირებულია და რაც მთავარია - მთიანად დაცლილია. ამაში ეპარებოდათ ეჭვი ჩვენს ოპონენტებს, რომ კი ამბობთ, რომ მზად ხართ მისაღებად, მაგრამ როგორ ხართ მზად, როდესაც ყველა კლინიკა სავსეა ავადმყოფებით? ეს ოთხი ჰოსპიტალი მთლიანად დაცლილია სხვა ავადმყოფებისგან და ეს არის იდეალურად მომზადებული სამედიცინო დაწესებულება კორონავირუსით დაავადებულთა მისაღებად“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ღონისძიებები შიდა გადაცემის პრევენციის მიმართულებით.

„სამარშრუტო ტაქსების მიმოსვლის დროებით შეჩერება, ბარები, რესტორნები და სხვა. ეს ღონისძიებები იმდენად მნიშვნელოვანი იყო და იმდენად ეფექტურად იყო მის მიერ ფორმულირებული და გახმოვანებული, რომ ყველა ოპონენტმა, ვინც აკრიტიკებდა საპასუხო ღონისძიებებს, შეწყვიტა საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო კრიტიკა და ყველა ამბობს, რომ კი, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზომები ეფექტურია, საკმარისია და ადეკვატური“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა