logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს წელს მიიღებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს წელს მიიღებს
18:33 18.03.2020
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მარტის დასაწყისში დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, 31 მარტამდე შევიდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის WWW.NAEC.GE ვებ გვერდზე

და აირჩიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს წელს მიიღებს. უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს.

KIU-ში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება და მომავალ სტუდენტებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ სწავლა, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი - 197.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით. წარჩინებული სტუდენტებისთვის კი გათვალისწინებულია სასწავლო და საცხოვრებელი გრანტები. სხვადასხვა სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კამპუსი ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, 150 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული. კამპუსი მოიცავს: სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

როგორც უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე აღნიშნავს, KIU იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სწავლებაში ჩართული იქნებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესორები.

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებს. მენეჯმენტის პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ პროგრამული კონცენტრაციები - მათ შორის ინოვაციებში, მარკეტინგში, ფინანსებში, ეკონომიკაში. არჩევანი დიდია არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ მომიჯნავე მიმართულებებითაც. უნივერსიტეტის განვითარების გეგმით გათვალისწინებულია შემდგომი წლების განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამების სპექტრის გაფართოებაც. მათ შორის დაგეგმილია საბუნებისმეტყველო, საინჟინრო დარგებისა და სამედიცინო პროგრამების დამატება", - აღნიშნავს ალექსანდრე თევზაძე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ინგლისურ ენაზე განხორციელდება, რაც სტუდენტებს დაეხმარება ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციაში.

"კამპუსის განვითარებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი სასწავლო პროცესისთვის აუცილებელ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, რასაც უზრუნველყოფს გარშემორტყმული ტყის მასივი. იმედი გვაქვს, საუნივერსიტეტო კამპუსში ცხოვრების გამოცდილება ჩვენს სტუდენტებში დატოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას", - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა