logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ამ საფრთხის ზეგავლენა, როგორც დაინფიცირების ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით
ირაკლი ჩიქოვანი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ამ საფრთხის ზეგავლენა, როგორც დაინფიცირების ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით
19:22 17.03.2020
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ამ საფრთხის ზეგავლენა, როგორც დაინფიცირების ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგებმა და ყველა შესაბამისმა სამსახურმა შეძლეს ეპიდემიის გავრცელების შეჩერება, თუმცა ახლა მთავრობას უწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საზოგადოების მხრიდან უფრო მეტ ჩართულობას მოითხოვს,

„ეს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ხელისუფლებაზეა და საჭიროა საზოგადოების მხარდაჭერა. საზოგადოება მაქსიმალური სერიოზულობით უნდა მიუდგეს ამ საფრთხეს, რომელიც საქართველოს წინაშეა. ეს საფრთხე რეალურია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში მაქსიმალურად შევამციროთ ამ საფრთხის ზეგავლენა, როგორც დაინფიცირების ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ საქართველოს ეკონომიკას მაქსიმალურად ნაკლები დაუჯდეს კორონავირუსით გამოწვეული შედეგები.

„საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პროფესიის, არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი ადამიანები, არამედ ადამიანები, რომელთა მუშაობის სფეროსაც განეკუთვნება კორონავირუსთან ბრძოლის საქმიანობა. სწორედ ამ ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური პრევენცია მოვახდინოთ იმ საფრთხეების, რომელიც შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს დაემუქროთ საქართველოში. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს მიერ იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, ეყრდნობოდა იმ გამოცდილებას, რაც არსებობდა საერთაშორისო დონეზე და იმ რეალობასთან მიმართებაში, რაც გაგვაჩნია.

ჩვენ გვაქვს ქვეყანაში საკმაოდ ნორმალური ვითარება იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რომელიც აქამდე იქნა მიღებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რო ყველაფერია გაკეთებული იმისათვის, რომ ჩვენ შევაჩეროთ კორონავირუსის გავრცელება. ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილებები კიდევ გვექნება მისაღები.“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა