ამირან გამყრელიძე: გლობალური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება
ამირან გამყრელიძე: გლობალური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება
13:58 07.03.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გლობალური სიტუაცია სულ უფრო და უფრო მეტად რთულდება.

ეს განცხადება გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„გლობალურად მთელ მსოფლიოში, სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება. მთლიანად მთელ მსოფლიოში დაფიქსირებულია 102 ათას 242 შემთხვევა. რაც იმას ნიშნავს, რომ 22 ათასი შემთხვევა ჩინეთს გარეთაა დადასტურებული. განსაკუთრებით დასენიანებული ქვეყნები გახლავთ სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და იაპონია. ასევე შემთხვევებმა სერიოზულად მოიმატა შვეიცარიაში", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი დღეს კიდევ სამი ადამიანით გაიზარდა და 12 შეადგინა.

ამასთან, 140 ადამიანი კარანტინში იმყოფება, 42 ადამიანზე კი დაკვირვება სტაციონარულ პირობებში მიმდინარეობს.

ბეჭდვა