logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისია: TI-ს ანგარიშში მობილური ინტერნეტ აბონენტების შესახებ 11%-15%-იანი ცდომილებებია
კომუნიკაციების კომისია: TI-ს ანგარიშში მობილური ინტერნეტ აბონენტების შესახებ 11%-15%-იანი ცდომილებებია
16:40 27.02.2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ„ გამოაქვეყნა ანგარიში „ინტერნეტ მფლობელობა საქართველოში“.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების ნაწილში ორგანიზაცია კომუნიკაციების კომისიას ეყრდნობა, თუმცა TI-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში კომუნიკაციების კომისიის მონაცემები მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობის ნაწილში 11% და 15 %-იანი ცდომილებებით არის ასახული. კომისიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების ტენდენციები სრული სიზუსტით იყოს გადმოცემული და რეალურ სურათს აღწერდეს. აქედან გამომდინარე, ვაზუსტებთ იმ მონაცემებს, რომელიც ორგანიზაციამ არასწორად ასახა და რომელმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

"ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში 2018 წლის მობილური ინტერნეტის ბაზრის აბონენტების გადანაწილება მნიშვნელოვანი ცდომილებით არის გადმოცემული (გვ. 25, გრაფიკი 14), ვიდრე ეს კომუნიკაციების კომისიის 2018 წლის ანგარიშშია. კერძოდ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშში წერია, რომ 2018 წელს კომპანია „მაგთიკომს“ მობილური ინტერნეტის აბონენტების 44,9% ჰყავდა, რეალურად კი კომისიის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, კომპანია „მაგთიკომის“ მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 2018 წელს 33% იყო, შესაბამისად, ანგარიშში 11.9%-იანი ცდომილებაა. TI-ის ანგარიშში ასევე წერია, რომ 2018 წელს კომპანია „სილქნეტს“ აბონენტების 34% ჰყავდა, კომისიის მონაცემებით კი ეს ციფრი 38.5%-ია, ცდომილება კი - 4.5%. რაც შეეხება კომპანიას „ვიონი საქართველო“ – ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ ის აბონენტების 13.1%-ს ფლობდა, რეალურად კი კომისიის მონაცემებით ამ კომპანიის წილი 28.5% -ია, შესაბამისად, ცდომილება 15.4%-ს შეადგენს.

კომუნიკაციების კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მობილური ინტერნეტის აბონენტების გადანაწილება 2018 წლის ბოლოს ასეთი იყო: „მაგთიკომი“ - 976 ათასი აბონენტი, „სილქნეტი“ – 1132 ათასი, ხოლო „ვიონი საქართველო“ – 836 ათასი აბონენტი. შესაბამისად, მობილური ინტერნეტის აბონენტების მონაცემებში, სადაც სამი დიდი კომპანია ოპერირებს, სამივე კომპანიასთან მიმართებაში ორგანიზაციას მნიშნელოვანი შეცდომა აქვს დაშვებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ამავე ანგარიშში შესულია 2015-2019 წლებში კომპანიების მიერ ტენდერებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. ანგარიშის ამ ნაწილში არ არის დაკონკრეტებული რა სახის მომსახურებაზეა საუბარი. კერძოდ, არ აკონკრეტებენ მხოლოდ ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურებაზე აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას, სატელეფონო, თუ მაუწყებლობის ტრანზიტზე. აღნიშნული მომსახურებების დაკონკრეტება მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2016 წლის ბოლომდე კომპანია „მაგთიკომი“ მხოლოდ მობილურ მომსახურებას ახორციელებდა, ხოლო კომპანია „სილქნეტმა“ 2017 წლის ბოლოს შეიძინა კომპანია „ჯეოსელი“ და მხოლოდ ამის შემდგომ გაააქტიურა მობილური მომსახურების ბაზარზე ოპერირება. შესაბამისად, აღნიშნულის დაკონკრეტების გარეშე, საზოგადოება ზუსტ ინფორმაციას ვერ მიიღებს"-აცხადებენ კომისიაში.

კომუნიკაციების კომისია საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნულის დაზუსტებას, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია, რომელიც ინტერნეტ ბაზრის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, ზუსტ და გადამოწმებულ ციფრებს აწვდიდეს საზოგადოებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა