logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება
თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება
15:47 27.02.2020
საქრთველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იყო. შალვა გოგოლაძის თქმით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და კომპლექსი სრულად დააკმაყოფილებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა.

შალვა გოგოლაძე: „საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით 2021 წლის ევრობასკეტისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. კომპლექსის მთავარი ნაწილი - სპორტული დარბაზი 10 000 მაყურებელს დაიტევს და სრულად დააკმაყოფილებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მივიღებთ ერთმანეთთან ინფრასტრუქტურულად დაკავშირებულ, თანამედროვე სტანდარტების მრავალსივრციან და მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსს, სადაც ტურნირის საშეჯიბრო ნაწილი გაიმართება ახალ აშენებულ დარბაზში, ხოლო უკვე არსებული ოლიმპიური სასახლის სივრცეები უშუალოდ შეჯიბრების გამართვის დროს გამოყენებული იქნება საწვრთვნელ-სავარჯიშო პროცესისთვის. ევრობასკეტის დასრულების შემდეგ, კომპლექსის ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი სპორტული კერა, რომელიც საშუალებას მოგვცემს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვუმასპინძლოთ მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირებს.“

უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოების წინა მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია. პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონი ლარია, საიდანაც 50 მილიონი ლარი მიმდინარე წლის, ხოლო 21 მილიონი - მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3 დარბაზი აშენდება, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას იძლევა. მშენებლობა 2021 წლის ივნისში დასრულდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის მატჩების მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპორტული, ასევე ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი, თბილისს ახალი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა დარჩება.

კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა