დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
20:27 20.02.2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ცოტნე დადიანის, სოლომონ ქურდიანის, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ხვინგიას, წიწამურის, ჭყონდიდელის, სერგიჭილაიას და ნათაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, გრიგოლ ლორთქიფანიძის და მიხეილ გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, საექიმოს და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 18 საათამდე კი ილია ჭავჭავაძისგამზირის და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები.

ბეჭდვა