logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა
20:13 19.02.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები დასახა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნებს შორის გაფორმდება სხვადასხვა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ერთობლივი პროექტები, ახალი გაცვლითი პროგრამები და ინსტიტუციურ დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ წარმატებულ საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის “Stipendium Hungaricum“-ს, რომელიც წარმოადგენს გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას. აღნიშნული პროექტი ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს განათლება მიიღონ უნგრეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით კერძოდ, მათემატიკასა და ბიოლოგიაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში. უნგრეთის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ეს წარმატებული პროექტი მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.

შეხვედრისას, მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ, რომლის დასაარსებლად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.

მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ოპერირებას 2020-21 სასწავლო წლიდან დაიწყებს, ამ ეტაპზე აქტიურად თანამშრომლობს ევროპის, აშშ-სა და იაპონიის უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან. სწავლების ყველა საფეხურზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, მინისტრმა ელჩს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელება შესთავაზა. ვიქტორია ჰორვატმა თავის მხრივ, ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდება და სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში განხორციელდება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება საერთაშორისო ჰაბი რეგიონის მასშტაბით ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით.

მიხეილ ჩხენკელსა და ვიქტორია ჰორვატს შორის შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი განსახილველი საკითხი პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობა იყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მიმართულება სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს, რადგან პროფესიული განათლების განვითარება და მისი ინტერნაციონალიზაცია პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან. საუბარი ასევე შეეხო სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებას, ამ პროცესში უნგრული მხარის ჩართულობას და მათი გამოცდილების გაზიარებას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა