logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილა
22:05 18.02.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს უმასპინძლა და მასთან განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. შეხვედრას საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს გენერალური დირექტორი ზაზა ფურცელაძე ესწრებოდა.

შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა შეაჯამა ლონდონში, „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში გამართული ის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები, რომლებიც ბრიტანულ საგანმანათლებლო და საგამომცემლო ორგანიზაციებთან შედგა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს განათლების სივრცეში მოხდეს ბრიტანული მსხვილი საგამომცემლო ორგანიზაციების ინტეგრირება. მიხეილ ჩხენკელმა ჯასტინ მაკენზი სმიტს გააცნო ხედვა ელექტრონული წიგნების შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გადაიყვანს თვისობრივად ახალ ეტაპზე. ციფრული სახელმძღვანელოების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებს მასალის წაკითხვასთან ერთად წვდომა ექნებათ მულტიმედიურ ინტერაქტიულ რესურსებზე, როგორიც არის თვითშეფასების ტესტები, ვირტუალური ლაბორატორიები და სხვა აპლიკაციები. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ იდეის განხორციელების პროცესში წამყვანი ბრიტანული საგანმანათლებლო და საგამომცემლო ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთვებიან.

მიხეილ ჩხენკელმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ლონდონში მის ნაყოფიერ ვიზიტს შედეგი უკვე მოჰყვა. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელის "PortsmouthCollege"-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აღნიშნულ კოლეჯს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ და სხვადასხვა გაცვლით პროგრამას განახორციელებენ.
შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა სურვილი გამოთქვა, რომ ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით საქართველოს საჯარო სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლების კომპონენტი კიდევ უფრო გაძლიერდეს.

მინისტრმა ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისათვის და ამ პროცესში განსაკუთრებულად გამოყო ბრიტანეთის საბჭოს წვლილი. თავის მხრივ, ჯასტინ მაკენზი სმიტმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა