logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა იტალიის ელჩთან ახალი საგანმანათლებლო პროექტები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა იტალიის ელჩთან ახალი საგანმანათლებლო პროექტები განიხილა
18:03 12.02.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ახალ ელჩთან საქართველოში, ენრიკო ვალვოსთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მინისტრმა ენრიკო ვალვოს მადლობა გადაუხადა ყველა იმ ერთობლივი პროექტისთვის, რომელსაც იტალიის მხარე განათლების ყველა საფეხურზე ახორციელებს, მათ შორის, სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებისათვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უნიკალურ პროექტს და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივებს, რომლის დასაარსებლად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან და მიესალმება იტალიის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროგრამების განხორციელებას.

თავის მხრივ, ენრიკო ვალვომ მზადყოფნა გამოხატა, ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან.

მიხეილ ჩხენკელმა იტალიის ელჩს იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად განხორციელდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით პროცესში აქტიურად ჩაერთვება და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდება პროფესორი რობერტო ორეკია (Roberto Orecchia), რომელიც მილანში მდებარე ევროპული ონკოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურის მიმართულებით საგამოფენო პროექტებსაც, რომლებიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით ხორციელდება. მინისტრის თქმით, ამგვარი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვანი იქნება საგანმანათლებლო კომპონენტის გაძლიერება, რომელშიც საჯარო სკოლის მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც ჩაერთვებიან. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ორი ქვეყნის ახალგაზრდების ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მხარეებმა სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები განიხილეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა