logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე:  ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის პროექტით სახელმწიფო ცდილობს  საგზაო მოძრაობის შეფერხებებისა და უბედური შემთხვევების შემცირებას
გიორგი ცუცქირიძე: ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის პროექტით სახელმწიფო ცდილობს საგზაო მოძრაობის შეფერხებებისა და უბედური შემთხვევების შემცირებას
22:03 10.02.2020
„ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის პროექტით სახელმწიფო ცდილობს საგზაო მოძრაობის შეფერხებებისა და უბედური შემთხვევების შემცირებას“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცუცქირიძის განმარტებით, ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის პროექტით სახელმწიფო ცდილობს წლების განმავლობაში დაუძლეველი პრობლემის მოგვარებას:

„უცნაური ხალხი ვართ. ყოველ ზამთარს ვუყურებთ ერთ და იგივე ამბავს - რომ კობი-გუდაურის გზაზე ზვავსაშიშროების გამო შეიზღუდა მოძრაობა და ათეულობით სატვირთო მანქანა ელოდება გზის გახსნას. დღესაც დგას იქ ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეც ალბათ და უცხოელიც. ჩაკეტილია გზა ხეობაში იმ სოფლებისთვისაც, რომლებშიც ისედაც რამდენიმე ადამიანიღა შემორჩა. პრობლემა ექმნება ყაზბეგის მოსახლეობასაც და ტურისტებსაც. მაგრამ, როდესაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად იწყებს უზარმაზარი მნიშვნელობის პროექტს, არ გვჯერა. სამაგიეროდ ვიჯერებთ რეპუტაცია შერყეული პოლიტიკოსების მითოლოგიურ მსჯელობას რუსის ტანკებისთვის გვირაბის გაყვანის შესახებ.

სინამდვილეში, ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის პროექტით სახელმწიფო ცდილობს წლების განმავლობაში დაუძლეველი პრობლემის მოგვარებას - საგზაო მოძრაობის შეფერხებებისა და უბედური შემთხვევების შემცირებას. ამ გზაზე რამდენიმე წლის წინ დევდორაკის სტიქიაც მოხდა და სწორედ იმიტომ, რომ იქ ხალხი დავიცვათ სტიქიისგან, აშენდა გვირაბი. კობამდე მისასვლელი არსებული 35 კილომეტრიანი გზა არ არის უსაფრთხო, გადატვირთული და ზვავსაშიშია. არსებული გზის გამტარუნარიანობა არ შეესაბამება ტრანსპორტის მოძრაობის მოცულობას. ამ გზაზე მრავლადაა მაღალი და მკვეთრი მოსახვევები. ხოლო გვირაბი, რომელიც ქვეშეთში იწყება, მთავრდება ისევ საქართველოში - ყაზბეგში და მისი დანიშნულება, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს მთიანი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაა.ჰოდა, კიდევ ერთი - ტანკს რა უნდა გვირაბში? გვირაბში შესული მოწინააღმდეგის განეიტრალება ყველაზე მარტივი დასაგეგმია. ლოგიკაც ხომ უნდა ჩავრთოთ ზოგჯერ?“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა