logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
თეგეტა მოტორსმა აჭარაში რეგიონალური ცენტრი გახსნა და პირველი მასშტაბური საავტომობილო ექსპო გამართა
თეგეტა მოტორსმა აჭარაში რეგიონალური ცენტრი გახსნა და პირველი მასშტაბური საავტომობილო ექსპო გამართა
20:35 29.07.2019
ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთაზე თეგეტა მოტორსის ახალი, რეგიონული ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა და რეგიონში ყველაზე დიდი საავტომობილო ექსპო გამართა. ფილიალის სრული ფართობი 40 183 კვ.მ.-ს მოიცავს, ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით და მოემსახურება როგორც მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ისე სპეცტექნიკას. აღნიშნული ფილიალი თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილი მომსახურების ცენტრია საქართვლოში. კომპანიამ პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დაასაქმა. აღსანიშნავია ფილიალის სტრატეგიული მდებარეობა საქართველოში ტრანზიტული მიმოსვლის განვითარების მიმართულებით.

„მაქვს პატივი, მოგილოცოთ თეგეტა მოტორსის ახალი რეგიონული ცენტრის გახსნა, რომელიც თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ნამდვილად რეგიონული მნიშვნელობის პროექტია. თეგეტა მოტორსმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განახორციელა, დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ამ მართლაც გრანდიოზულ რეგიონულ ცენტრს, თამამად შეიძლება ბათუმის ახალი თეგეტა მოტორსი ვუწოდოთ. პროექტის წარმატებით შესრულებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით ჩვენს პარტნიორებს - თიბისი ბანკსა და EBRD-ს“. - განაცხადა თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

კომპანიამ გადაწყვიტა, ერთ სივრცეში გააერთიანოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო. თეგეტა მოტორსი კორპორაციულ და საცალო მომხმარებლებს ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს, რაც მოიცავს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო მანქანებისა და სპეცტექნიკის სრული მომსახურების ზონებს. ფილიალში განთავსებულია მომსახურების 45 უბანი და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, დღეში 200-მდე ავტომობილს მოემსახურება. აქვე წარმოდგენილია საავტომობილო შოურუმები და ავტოინდუსტრიის მიმართულებით პროფესიული სასწავლო ცენტრი - „თეგეტა აკადემია“.

„თეგეტა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი კომპანია, საშუალებას მისცემს ადგილობრივ კადრებს, მიიღონ სათანადო ცოდნა და დაიკავონ სხვადასხვა პოზიციები თეგეტას ბათუმის რეგიონულ ცენტრში. ამჟამად ფილიალში დასაქმებულია 200-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელთა რაოდენობაც მომავალში გაიზრდება. განათლებაში ინვესტირება არის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ამ მიმართულებით „თეგეტა აკადემია“ ნამდვილად არის კომპანიის საამაყო და წარმატებული პროექტი. გარდა იმისა, რომ სასწავლო ცენტრი გვეხმარება მაღალკვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებაში და გუნდის შევსებაში, მას აგრეთვე აქვს ერთგვარი სოციალური დატვირთვაც. სასწავლო ცენტრი მზად არის, მოამზადოს ან/და გადაამზადოს კადრები, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ და ავამაღლოთ მომსახურების ხარისხი რეგიონში. სწორედ „თეგეტა აკადემიის“ საშუალებით, მომდევნო წლებში ჩვენს კომპანიას ექნება ბევრად მეტი ინტელექტუალური პოტენციალი აჭარაში კადრების მოძიებისა და დასაქმების მიზნით“, - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

ღონისძიების ოფიციალური ცერემონიის ნაწილი იყო საავტომობილო ექსპო, რომელიც მსგავსი მასშტაბით პირველად გაიმართა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. აქ წარმოდგენილი იყვნენ მსოფლიოს წამყვანი საავტომობილო ბრენდები - Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Bridgestone, Michelin, Shell, Mobil და სხვა.

ექსპო დაყოფილი იყო რამდენიმე მიმართულებად: მსუბუქი ავტომობილები; სპეცტექნიკა; საავტომობილო პროდუქტები, როგორებიცაა საბურავები, აკუმულატორები, ზეთები და ფილტრები; მსუბუქი ავტომობილების ნაწილები; სატვირთო ავტომობილების ნაწილები; სპეცტექნიკის ნაწილები და დანადგარები. ექსპოს დაესწრნენ ამ ბრენდების რეგიონული წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

„დღეს პირველად იმართება რეგიონში ამ მასშტაბის საავტომობილო ექსპო. მოხარულები ვართ, რომ დღეს აქ წარმოვადგენთ ჩვენს ბრენდებს - მიშლენს და რაიკენს. ვულოცავთ თეგეტა მოტორსს ამ მასშტაბის ფილიალის გახსნას, დარწმუნებული ვართ, რომ თეგეტა მოტორსის ბათუმის რეგიონული ცენტრი მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში საავტომობილო სფეროს განვითარებაში“, - განაცხადა მიშლენის ბრენდ-მენეჯერმა ოლეგ კოტოვმა.

თეგეტა მოტორსმა 24-წლიანი წარმატების გზა განვლო, კომპანია ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ ვითარდებოდა, უამრავი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, თეგეტამ შეძლო და დღეს საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების სფეროში რეგიონში ლიდერ კომპანიად ჩამოყალიბდა.

ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას. თეგეტა მოტორსი წარმოადგენს უნივერსალურ კომპანიას, რომელიც მოღვაწეობს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების, სასოფლო, სამშენებლო და სამრეწველო დანიშნულების ტექნიკის, სათადარიგო ნაწილების, საპოხი მასალების, საბურავებით ვაჭრობისა და ტექნიკური მომსახურების სფეროში. კომპანია ქვეყანაში წარმოდგენილია ახლა უკვე 26 ფილიალით. მისი პორტფელი მოიცავს 250 000 საცალო ლოიალურ მომხმარებელს, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორაციულ მომხმარებელს. თეგეტა მოტორსის სერვისცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებითა და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.
თეგეტა მოტორსი არის Groupauto International-ის ოფიციალური წევრი კომპანია, ფლობს ISO სერტიფიკატებს, წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან 300-მდე უმსხვილეს ბრენდს. კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის და გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა