logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდნენ
ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდნენ
17:04 29.07.2019
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლების დაჯილდოების ღონისძიება და ახალგაზრდული კონკურსის „კანის ლომები 2019“ ფარგლებში, ყოველდღიურ ცხოვრებაში პლასტმასის გამოყენების შემცირებაზე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი პოსტერების გამოფენა გაიმართა.

კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სიგელები გადასცა.

„სამინისტრო მიესალმება და მხარს უჭერს ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომლებიც გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრას ემსახურება და გამოწვევებს პასუხობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში ნარჩენების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც, საბოლოოდ, გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. განსაკუთრებით კი მისასალმებელია ამ მიმართულებით ახალგაზრდა თაობის, თქვენი და თქვენი მეგობრების ყველა ინიციატივა და აქტივობა“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

პროგრამას „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II (WMTR II)’’, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონში (კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი) და თბილისში ახორციელებს.

2019 წლის მაისსა და ივნისში, პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში, სამიზნე რეგიონების სკოლებში ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსი გაიმართა, რომლის მიზანს სკოლებში ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების პრაქტიკის პოპულარიზაცია წარმოადგენდა. კონკურსის ფარგლებში, 89 სკოლამ 41 ტონა ქაღალდის ნარჩენი შეაგროვა, რომელიც WMTR II პროგრამის პარტნიორ კომპანიებს გადაეცათ გადასამუშავებლად. შეგროვებული ქაღალდის ნარჩენების რაოდენობის მიხედვით, გამოვლინდა 7 გამარჯვებული სკოლა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ WMTR II პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ხუთდღიან მწვანე ბანაკში.

დაჯილდოების ცერემონიას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორი ნანა ჯანაშია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა