logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში ახალი ხიდი გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში ახალი ხიდი გაიხსნა
10:31 28.07.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის მოსახლეობა ახალი ხიდით ისარგებლებს.

ხიდის მშენებლობაზე 250 000 ლარი დაიხარჯა და ის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ დააფინანსა, სამუშაოები კი კომპანია „ზიმომ“ განახორციელა.

ხიდის მშენებლობა 2019 წლის 25 ივნისს დაიწყო და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

სოფელში ხიდი 90-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო დაპირისპირების დროს დაინგრა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას სავარგულებამდე მისასვლელი გზა არ ჰქონდა და შემოვლითი გზით უხდებოდა სარგებლობა. ამჟამად სოფელში 3 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ახალი ხიდის გახსნას ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძესთან, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრო.

სოფელ ოქტომბერში ხიდის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთია.

სამეგრელოს რეგიონში „ქართუს“ დაფინანსებით 60 მილიონი ლარის ოდენობის სამუშაოები ხორციელდება.

მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტებისთვის ფონდიდან გადარიცხულია 25 მილიონ ლარამდე. დღეისათვის ფონდი „ქართუ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემდეგ პროექტებს აფინანსებს:

· ზუგდიდის თეატრის მშენებლობას - 17 000 000 ლარით;

· ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობას - 1 000 000 ლარით;

· ნარეზენის მონასტრის სარემონტო სამუშაოებს - 600 000 ლარით;

· სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს - 200 000 ლარით;

· სოფელ ძველ ხიბულაში ეკლესიის მშენებლობას - 1,5 მილიონი ლარით (მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები)

· საბავშვო ბაღის მშენებლობას სოფელ ძველ ხიბულაში - 1,6 მილიონი ლარით.

რაც შეეხება უკვე დასრულებულ პროექტებს, ნიკო დადიანის სასახლის აღდგენითი სამუშაოები ფონდმა „ქართუ“ 2,6 მილიონი ლარით დააფინანსა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაში თანამონაწილეობის სახით კი 137 ათასი ლარი გაიღო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა