logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
 ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლები გზის სავალი ნაწილის შუაში განთავსდება
ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლები გზის სავალი ნაწილის შუაში განთავსდება
10:33 21.07.2019
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო.

მერმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ამიტომ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც რეაბილიტაციის გამო შექმნილ დისკომფორტს გაგებით ეკიდება.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიზანს არა ზედაპირული საგზაო სამუშაოების წარმოება და მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლა წარმოადგენს, არამედ მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის გამართვა, რომელიც დედაქალაქს ათეული წლის განმავლობაში მოემსახურება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, წყლის ქსელის მოწყობის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს, ცენტრალური წყალარინების სისტემის მოწყობა კი დასრულებულია. ამასთან, მიწის ქვეშ უკვე განთავსდა გაზის მილებიც. რაც შეეხება უშუალოდ საგზაო სამუშაოებს, ის მომდევნო კვირის ბოლოს დაიწყება.

მთავარი სიახლე, რაც ჭავჭავაძის გამზირზეა დაგეგმილი, ავტობუსის ზოლებს უკავშირდება.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ფრანგული კომპანია „სისტრას“ რეკომენდაციით, რომელიც თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოსაწყობად მუშაობს, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლები გზის სავალი ნაწილის შუაში განთავსდება.

„კომპანია „სისტრამ“, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსის ზოლები განთავსდეს ქუჩის შუა ნაწილში. ასევე, მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა თავისი გაჩერებებით, ამრიდი ზოლებით, ზებრა გადასასვლელებით. საკმაოდ საინტერესო წინადადებაა. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, გადაადგილება ყოველგვარი პრობლემის და შეფერხების გარეშე იქნება შესაძლებელი, გარდა ამისა, მარჯვნივ და მარცხნივ მოეწყობა ველობილიკები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარებს, შეიცვლება განათების ბოძები, ხოლო ნაგვის ურნები მიწის ქვეშ განთავსდება. ნარჩენები სეპარირებული იქნება. გამზირზე ყველგან წარმოდგენილი იქნება სახანძრო ჰიდრანტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ პრევენციის მიზნით, წყალარინების მილების შემოწმება კამერების საშუალებით მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, რაიმე პრობლემა ხომ არ არის მილების გადაბმების ადგილას. ლაზერული სკანერით შესაძლებელია განისაზღვროს მილის დეფორმაცია ან სხვა ნებისმიერი ხარვეზი.

რაც შეეხება სამუშაოების მესამე ეტაპს, რომელიც „პიქსელის“ შენობიდან რიგის ქუჩამდე იქნება წარმოებული და დაახლოებით, 500-მეტრიან მონაკვეთს მოიცავს, ასევე, მომდევნო კვირაში დაიწყება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა