კახელი მეღვინეები ფიქრობენ, რომ ნიკა გვარამიას ქვეყნის განადგურება სურს
კახელი მეღვინეები ფიქრობენ, რომ ნიკა გვარამიას ქვეყნის განადგურება სურს
12:19 11.07.2019
ჩვენი სიამაყის, წმინდა სასმელის ასე ბინძური შეურაცხყოფის შესაფასებლად, სიტყვები არ მყოფნის, აცხადებს მარანი-მუზეუმი „ნუმისის“ ხელმძღვანელი, ნუნუ კარდენახიშვილი.

„მე მახსოვს, რომ ხევში იყრებოდა ატამი. შეიძლება ნიკა გვარამიასთვის ეს სოციუმი არაფერს არ წარმოადგენს და ნიშნავს, მათ სხვა დონის შემოსავლები აქვთ, მაგრამ, ძალიან დიდი ზარალის მომტანი იქნება ასეთი დამოკიდებულება მეღვინეობისადმი. ბიზნესი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს. ასეთი უშვერი სიტყვებით მეღვინეების მოხსენიება არ შიძლება. ესენი არიან ამოსაძირკვები, რომ ცუდი არაფერი დამართონ ამ ქვეყანას“ - აღნიშნა მან.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „აქცენტები“ შემდეგ რამ აღნიშნა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია“.

ბეჭდვა