ავტობანზე, რუისთან მომხდარ ავარიას სომხეთის 3 მოქალაქე ემსხვერპლა
ავტობანზე, რუისთან მომხდარ ავარიას სომხეთის 3 მოქალაქე ემსხვერპლა
18:24 07.07.2019

დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩქაროსნულ მაგისტრალზე, სოფელ რუისთან.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი მოზარდი.

ავტოავარიის დროს მანქანაში სულ 8 ადამიანი იმყოფებოდა. გარდაცვლილებიც და დაშავებულებიც სომხეთის მოქალაქეები არიან.

2 დაშავებული თბილისში გადმოიყვანეს, 3 კი გორის კლინიკაში რჩება.

სამედიცინო ცენტრ "გორმედის" კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა საკმაოდ რთულია, მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.

ასევე მძიმე თბილისის საავადმყოფოში გადაყვანილთა მდგომარეობაც.

ბოლოდროინდელი ინფორმაციით, უკიდურესად დამძიმდა ავარიის შედეგად დაშავებული 12 წლის მოზარდის მდგომარეობა.

 

ბეჭდვა