logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
კახა ბექაური: ტყუილია რომ ამ ცვლილებებით მაუწყებლის დახურვა ან რაიმე მსგავსი მოხდება
კახა ბექაური: ტყუილია რომ ამ ცვლილებებით მაუწყებლის დახურვა ან რაიმე მსგავსი მოხდება
02:36 16.06.2019
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების, 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ განვითარებულ მოვლენებთან პარალელების გავლებას, აბსურდულს უწოდებს. კახა ბექაურის განცხადებით, დღეს 2007 წელთან შედარებით, კანონი რადიკალურად არის შეცვლილი და მაუწყებლობის დასაწყებად ლიცენზია საერთოდ აღარ არის საჭირო. მისი განცხადებით, დღეს ნებისმიერ პირს მაუწყებლობის დაწყება მხოლოდ მარტივი ავტორიზაციით 10 დღეში შეუძლია.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს ტელევიზიებს საერთოდ ლიცენზიები არ ეძლეოდა და ტელევიზიები არ იხსნებოდა, არავის, არც ერთ აღმასრულებელ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონით რაიმე შეზღუდვა მოახდინოს პროცესზე. კანონით მოხსნილია ყველანაირი ბარიერები, რომ უარი ეთქვას მედიას ავტორიზაციაზე, ამიტომ ავტომატურ რეჟიმში იღებს ფაქტობრივად ნებისმიერი პირი ტელევიზიის გახსნის უფლებას. რადიკალურად განსხვავებული კანონმდებლობა და მიდგომებია 2007 წელთან შედარებით. რაც შეეხება ჯარიმებს და სანქციებს, ბევრ ტყუილებს ვისმენ, მათ შორის არასამთავრობო სექტორისგან და ყალბ ინფორმაციას, მაგრამ რამდენიმე ადამიანი მაინც არსებობდა, რომლის აზრსაც პატივს ვცემდი და არასწორ ინფორმაციას არ ავრცელებდა ხოლმე, ახლა მათაც არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, მაგალითად ნათია კუპრაშვილი, რომელმაც თქვა რომ ასეთი რამე ევრო დირექტივაში არ წერია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი მექანიზმი, მაგრამ არ წერია, რომ ეს უნდა იყოს რეგულირებაში - ეს არის ტყუილი, რადგან ზუსტად ასე წერია დირექტივაში, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი მექანიზმი და მას უნდა შეეძლოს ადეკვატური სანქციის გამოყენება. ეს ჩანაწერია, შესაბამისად, სანქციას ვერ გამოიყენებს ვერც თვითრეგულირების ორგანო და ვერც ერთი არასახელმწიფო ორგანო, ანუ ის, რომ ამაზე არის სჭირო რეაგირება და ამაზე უნდა გამოყენებული იქნას სანქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და გააჩნდეს ამის ბერკეტი“,- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, ტყუილია იმაზე საუბარიც, რომ ამ ცვლილებით რომელიმე არხის მაუწყებლობას შეიძლება დაემუქროს საფრთხე და არხი დაიხუროს.

„რაც შეხება სანქციებს ჩვეულებრივი სტანდარტული სანქციებია, გაფრთხილება, პატარა ფინანსური სანქცია, რომელიც დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, არის მაუწყებლის მთლიანი შემოსავლის 01%, შემდგომ მესამე დარღვევის შემთხევაში ეს შეიძლება იყოს 05% მთლიანი შემოსავლების და ა.შ. მეოთხე, ან მეხუთე დარღვევაზე შეიძლება მივიდეს განხილვა ავტორიზაციის შეჩერებაზე, და არა - გაუქმებაზე, არამედ დროებით შეჩერებაზე, რომლის გაგრძელება ავტომატურად მოხდება, მაშინ როდესაც მაუწყებლის მხრიდან აღმოფხვრა მოხდება დარღვევის, ეს სანქციები არანაირად არ არის ისეთი სანქციები, რომელიც იწვევს ან ტელევიზიის დახურვას ან ლიცენზიის გაუქმებას, და ლიცენზიაზე მოგახსენეთ უკვე, რომ ასეთი რამ კანონმდებლობაში საერთოდ აღარ არსებობს“,- აცხადებს კომისიის თავმჯდომარე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა