logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
 თბილისის მერი შრომის უსაფრთხოების საკითხზე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისის მერი შრომის უსაფრთხოების საკითხზე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
17:30 13.06.2019
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები იყო, რომლის მიხედვითაც, პირველი ივლისიდან მუნიციპალიტეტები, შესაბამის უწყებებთან ერთად, კომპანიებში შრომის პირობების შესამოწმებლად, ინტენსიურ მონიტორინგს დაიწყებენ.

სამუშაო შეხვედრაში ასევე, საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი მონაწილეობდა. მათ სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებისგან მოისმინეს მოსაზრებები, თუ რა პრობლემებს აწყდებიან შრომის უსაფრთხოების ახალი რეგულაციების ამოქმედების თვალსაზრისით. ასევე, უპასუხეს მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს.

„მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. ამ მიზნით, რეგულაციებიც კი გავამკაცრეთ, რათა მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. კანონში მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. დღეს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვქონდა. თითოეულმა მათგანმა უნდა გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება და დაცულობა. მშენებლობაზე ჩაფხუტების გარეშე, ან მაღალ სართულებზე შესაბამისი დამცავი თოკის გარეშე მუშაობის შემთხვევები ყოფილა. ეს ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ზედამხედველი, ვინც ამ ყველაფერს უსაფრთხოების მიმართულებით გააკონტროლებს. მხოლოდ ჯარიმა არ არის გამოსავალი, თუმცა ჩვენ მიერ რეგულაციების გამკაცრების შემდეგ, უბედური შემთხვევების სტატისტიკა შემცირებულია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. დღევანდელ შეხვედრაზე მათი მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები მოვისმინეთ. პროცესში ასევე, ჩართულია ცენტრალური ხელისუფლება, პარლამენტი, ბიზნესომბუდსმენიც და ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი კოორდინაციით, არსებული პრობლემების მოგვარებას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პარლამეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი 2018 წელს მიიღო. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები, თუ როგორ უნდა ამოქმედდეს კანონით გათვალისწინებული ნორმები უბედური შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

სამუშაო შეხვედრას თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ასევე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და სხვები ესწრებოდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა