logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
კახა ბექაური: კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიანობას უზრუნველყოფს
კახა ბექაური: კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიანობას უზრუნველყოფს
17:05 13.06.2019
ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოს ეფექტურობას გაზრდის. მიუხედავად ევროპელი ექსპერტების კონკრეტული რეკომენდაციისა, რომ სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენა მთლიანად გადასულიყო თვითრეგულირებიდან რეგულირებაში, კომისიამ ევროკომისიას წინადადებით იმართა , რომ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოების გაძლიერების მიზნით, პირველ ეტაპზე კვლავ მაუწყებლებში ყოფილიყო შესაძლებელი აღნიშნული საკითხების დარღვევის განხილვა. ევროპელი ექსპერტების კომუნიკაციების კომისიას შეთავაზებულ წინადადებაზე დათანხმდნენ, რაც მაუწყებლების თვითრეგულირებას უფრო ეფექტურს და ქმედითს გახდის .

„ეს იყო საკითხი, რომელიც ცხარე დისკუსიის საგნად იქცა. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების კომისიის ინიციატივით, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც დაეთანხმნენ, გამოინახა ძალიან კარგი კომპრომისი, ისე რომ ვალდებულებაც შეგვესრულებინა და თან აღნიშნული საკითხი რეგულირებაში მოგვექცია. საქმე ეხებოდა იმას, რომ გაგვეზარდა თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობა, ამ საკითხთან მიმართებაში, დაინტერესებული პირი, რომლის მიმართაც გამოყენებული იქნებოდა სიძულვილის ენა, ანუ დაირღვა კანონი, პროექტი ეხლა ითვალისწინებს იმას, რომ რა თქმა უნდა ეს საკითხი რჩება თვითრეგულირებაში, რასაც ჯერ განიხილავს მაუწყებელის თვითრეგულირების ორგანო და მისი გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება ეძლევა დაინტერესებულ პირს კომუნიკაციების კომისიაში, ან სასამართლოში. დღევანდელი კანონის მოქმედი ნორმის მიხედვით, სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვანთა მანვე ზეგავლენა, საჩივრდება მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში, ანუ სადაც დაირღვა აღნიშნული ნორმა. დამრღვევს გამოაქვს გადაწყვეტილება თავად დააშავა თუ არა და შემდგომ კანონის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არსად არ არსებობს“, - აცხადებს კახა ბექაური.

კახა ბექაურის განცხადებით, აღნიშნულ კანონში ცვლილებებზეა დამოკიდებული „შემოქმედებითი ევროპის“ მილიარდ ნახევრიან საგრანტო კონკურსში საქართველოს მონაწილეობა. აღნიშნული კონკურსის 10 კომპონენტში საქართველოს კულტურისა და აუდიო-ვიზუალური სექტორის წარმომადგენლებისთვის მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე ჩაკეტილია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის და ამ კუთხით ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე მიბმულია საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაწყება, აუდიო ვიზუალური პროდუქციის შექმნის და წარმოების ბაზრის განვითარებისთვის, ისეთი ორგანიზაციიდან, როგორიც არის „შემოქმედებითი ევროპა“. ფონდი დღეს უკვე არის მილიარდ ნახევრიანი გრანტი და საქართველოდან დაინტერესებული პირები ამ პროექტებში ვერ იღებენ მონაწილეობას, რადგან ქართველი მონაწილეებისთვის მონაწილეობის მისაღებად აღნიშნული ვალდებულების შესრულება სჭირდება“, - აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა