logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საყურადღებო რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“ საბურავების შესახებ
საყურადღებო რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“ საბურავების შესახებ
17:38 28.05.2019
ზაფხულის სეზონზე უსაფრთხო მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს სეზონის შესაბამისი საბურავები, თეგეტა მოტორსი გვირჩევს, როგორ უნდა შევარჩიოთ ისინი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

არსებობს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების საბურავი, მაგალითად: სტანდარტული საბურავები - ჩვეულებრივი სვლისთის, სპორტული საბურავები - განკუთვნილი სისწრაფისთვის, კომფორტკლასის საბურავები, საწვიმარპროტექტორიანი საბურავები და სხვა.

ნებისმიერ ავტომობილს ძარაზე მითითებული აქვს როგორც ქარხნული, ისე ალტერნატიული საბურავის ზომა. უმთავრესი, რა თქმა უნდა, ზომაა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სეზონურობაც. როდესაც გარემოს ტემპერატურა დასტაბილურდება +7 გრადუსს ზემოთ, უნდა დავაყენოთ ზაფხულის საბურავი. ხოლო თუ ზამთრის საბურავს ზაფხულში მოვიხმართ, საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით, რადგან ასეთ შემთხვევაში დამუხრუჭების დროს, სამუხრუჭე მანძილი 20-დან 25%-მდე იზრდება.

ვინაიდან ზამთრის საბურავის რეზინი რბილია, შორ მანძილზე ავტომობილის გადაადგილებისას შესაძლოა, საბურავი გასკდეს.

საბურავის მუშაობის რესურსი, ასევე, დამოკიდებულია მძღოლის მართვის სტილზე. საბურავებს ძირითადად აზიანებს ძლიერი დამუხრუჭება, ექსტრემალური სიტუაციები, ავტომობილის სწრაფი სიჩქარით მართვა და ე.წ. დაბუქსავება.

რა თქმა უნდა, საბურავის ხარისხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა, ასევე, გასათვალისწინებელია საბურავების შეცვლისას, მოხსნილი საბურავი შევინახოთ დაცულ ადგილას, სადაც მათზე მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებები არ იმოქმედებს. მზე, წვიმა, ყინვა და ა.შ. რეზინს და საბურავის ზედაპირს აზიანებს.

მეორადი საბურავის ყიდვის შემთხვევაში ფინანსური კუთხით კალკულაციას თუ გავაკეთებთ, მძღოლს უფრო მეტი ხარჯი აქვს, ვიდრე ახალი საბურავის შეძენისას.

მეორადი საბურავის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილი მახასიათებლები მეტწილად დარღვეულია.

ასევე, გაურკვეველია, რა პირობებში ინახებოდა ეს საბურავები, რადგან არასწორად შენახვისას საბურავის რეზინი იშაშხება, კარგავს თვისებებს და ირღვევა საბურავის სტრუქტურა, რის შედეგადაც ავტომობილი ცუდად მანევრირებს და მისი სამუხრუჭე მანძილი იზრდება.

ასევე, მაღალ ტემპერატურაზე საბურავში წნევის მატებისას ის შეიძლება გასკდეს, ამიტომ ასეთი საბურავის გამოყენება ძალიან სახიფათოა. მეორადი საბურავის შეძენის დროს მძღოლები საბურავის ნახატის (პროტექტორის) ნიშნულზე არ ამახვილებენ სათანადო ყურადღებას და ტყუვდებიან.

ამასთანავე, სხვადასხვა ზომის საბურავების დაყენება ხანგრძლივი მოხმარებისთვის დაუშვებელია, ამან შეიძლება ავტომობილებს დაუზიანოს ხიდი, გადაცემათა კოლოფი და სავალი ნაწილი. გამოუვალი შემთხვევების დროს, შესაძლოა, ვისარგებლოთ სხვა ზომის საბურავებით უახლოეს სერვისამდე მისასვლელად.

„თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს შეუძლია უსასრულო გარანტიით შეიძინოს Bridgestone-ის, Michelin-ის და Riken-ის ნებისმიერ ზომის ზაფხულის საბურავები, ყველა ტიპის ავტომობილისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა