logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოში მეცხოველეობის განვითარების მიზნით ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოში მეცხოველეობის განვითარების მიზნით ახალი პროექტი დაიწყო
16:07 28.05.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - საქართველო“ პრეზენტაციას დაესწრო.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო მრავალსექტორული თანამშრომლობა არსებობს. აღნიშნული საინვესტიციო პროექტი დასტურია ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი თავისი შინაარსით სოფლად მცხოვრები ადამიანების გამოწვევებს პასუხობს. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის და პროექტს უმნიშვნელოვანესი უწოდა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ახალ პროექტზე გაამახვილა.

აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტი საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, Land O`Lakes International Development-თან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება.

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მიზანს ასევე წარმოადგენს, საქართველოს მასშტაბით, პროგრამაში ჩართული 54,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა.

პროექტი 5 წლიანია. ბიუჯეტი 14.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ღონისძიებას შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა