logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თიბისი და მასტერქარდი რაგბის გულშემატკივრებს იაპონიაში გამგზავრების შანსს აძლევს
თიბისი და მასტერქარდი რაგბის გულშემატკივრებს იაპონიაში გამგზავრების შანსს აძლევს
16:00 28.05.2019
თიბისი და მასტერქარდი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ერთობლივ აქციას იწყებენ, რომლის გამარჯვებულები იაპონიაში გაემგზავრებიან.

ყველა, ვინც თიბისის ნებისმიერი მასტერქარდით შეიძინა ან შეიძენს ბილეთს www.tkt.ge-ზე 31 აგვისტოს დაგეგმილ მატჩზე შოტლანდია - საქართველო, გათამაშებაში მონაწილეობს და ეძლევა შანსი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს ან ფინალს დაესწროს.

გარდა ამისა, დღეიდან თიბისის ფილიალებში შეგიძლიათ აიღოთ სპეციალურად რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის თემატიკაზე შექმნილი დიზაინის მასტერქარდის ბარათები. რაგბის თემატიკის ბარათები კიდევ ერთ აქციაში მონაწილეობენ - ამ ბარათით განხორციელებულ ყოველ მე-20 ტრანზაქციაზე მფლობელები მაისურით დასაჩუქრდებიან, ხოლო ყოველ 50-ე ტრანზაქციაზე - რაგბის ბურთით.

Mastercard საქართველოს დირექტორმა, იგორ სტეპანოვმა განაცხადა: „Mastercard არის კომპანია, რომელმაც კარგად იცის როგორ შეუქმნას მომხმარებლებს შეუფასებელი ემოციები და შთაბეჭდილებები. სპორტის, მუსიკის, მოდისა და სხვა გასართობი ღონისძიებების მხარდაჭერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერთან დაკავშირებით მომხმარებლებს ხშირად ვთავაზობთ ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და საჩუქრებს. ბევრმა თქვენგანმა ალბათ იცის, რომ Mastercard წელს საქართველოს რაგბის ნაკრების ოფიციალური პარტნიორი გახდა. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ქვეყანაში ყველაზე პატივსაცემი და საყვარელი სპორტის მხარდამჭერი, იმედია, ხშირად გავახარებთ გულშემატკივრებს ერთად“.

აქცია 30 აგვისტოს, საღამოს 20.00 სრულდება, ხოლო გამარჯვებულები, ვინც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები მოიგო, 31-ში შოტლანდია-საქართველოს შეხვედრის დროს გამოვლინდებიან. სულ იაპონიაში 7 გამარჯვებული გაემგზავრება.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი წელს იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილეობას მსოფლიოს უძლიერესი 20 გუნდი იღებს. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატში მეხუთედ მონაწილეობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა