შორეული ნაოსნობის კაპიტანი ზაზა მახარაძე: პრემიერის იდეა ქართული ფლოტის შექმნის შესახებ მისასალმებელია
შორეული ნაოსნობის კაპიტანი ზაზა მახარაძე: პრემიერის იდეა ქართული ფლოტის შექმნის შესახებ მისასალმებელია
18:55 25.06.2018
საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივას ქართული ფლოტის შექმნის შესახებ საზღვაო სფეროს სპეციალისტები ეხმაურებიან. შორეული ნაოსნობის კაპიტნის, ზაზა მახარაძის შეფასებით, მისასალმებელია პრემიერის იდეა ქართული ფლოტის შექმნის შესახებ. „თავის დროზე ქართულ ფლოტში დასაქმებული იყო ყველა ქართველი მეზღვაური, შემდგომ ამ გემების გაყიდვამ ძალიან ბევრი მეზღვაური, თითქმის ყველა, ვინც დასაქმებული იყო ამ გემებზე, დატოვა უმუშევარი და გააჩინა ქართველი მეზღვაურების დასაქმების პრობლემა. რა თქმა უნდა, მისასალმებელია პრემიერის იდეა ქართული ფლოტის შექმნის შესახებ“ – განაცხადა მახარაძემ



მისი თქმით, გარდა იმ ეკონომიკური სარგებელისა, რომელიც ფლოტის სწორმა და ეფექტურმა მართვამ შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, დამატებითი განვითარდება ქართული დროშა და რაც ყველაზე მთავარია, ხელი შეეწყობა ქართველ მეზღვაურთა დასაქმების პრობლემის აღმოფხვრას.
ბეჭდვა