დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
18:17 25.06.2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დიღმის მასივის I კვარტლის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ფარნავაზის გამზირის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, გიორგი ბრწყინვალეს, ქვლივიძის, არაგვისპირელის, ემილ ვერჰარნის, პეტრიწის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის, როსტევანის, ვაზისუბნის დასახლების, ალექსანდრე წულუკიძის, ლაღიძის, შანდორ პეტეფის, კაკაბეთის, ბოგდან ხმელნიცკის ემხვარის, ვასო გოძიაშვილის, ლიბანის, სალხინოს და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ) და ქიზიყის ქუჩის, 11 საათიდან 13 საათამდე შეშელიძის, ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, ხევძმარის და გობრონიძის ქუჩების, 10 საათიდან 16 საათამდე ვაჟა ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, მინდელის, ჯიქიას, ანა პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების, 11 საათიდან 16 საათამდე ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, დელისის I ქუჩის, დელისის, აფხაიძის, შალვა ნუცუბიძის, ჯებაშვილის, ზაქარიაძის და თამაზ ნადარეიშვილის ქუჩების, 11 საათიდან 14 საათამდე ზემო ვეძისის დასახლების, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ლვოვის, ივანე ბერიტაშვილის, დავით ართმელიძის, ინტენსიფიკაციის, ვახტანგ ჩიქოვანის და მეგრელიძის ქუჩების, ხოლო 12 საათიდან 13 საათამდე დიდი დიღმის III მიკრორაიონის მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დელისის III ქუჩის და გაზაფხულის ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 12 საათამდე გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 11 საათამდე ამაღლების, ბოლო აღმართის, წავკისის და ოქროყანის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე ბეთლემის აღმართის, ასათიანის და შალვა დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ბეჭდვა