ქეთევან ნატრიაშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ქეთევან ნატრიაშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
17:05 25.06.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ დოუსონს და ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისთვის და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა. ქეთევან ნატრიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაგეგმილ ერთობლივ პროექტზე გაამახვილა, რომლის დეტალებზეც მუშაობა გრძელდება.

ბანკის წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებით დაინტერესდნენ, რომელთა თაობაზე მინისტრის მოადგილემ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.

ბეჭდვა