logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მეზღვაურების საკონსულო დახმარების საკითხებზე ისაუბრა
მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მეზღვაურების საკონსულო დახმარების საკითხებზე ისაუბრა
11:44 25.06.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ქართველი მეზღვაურების საკონსულო დაცვისა და დახმარების კუთხით გაწეულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ვლადიმირ კონსტანტინიდის თქმით, შორეულ ნაოსნობაში მყოფი ქართველი მეზღვაურები უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან, რასაც ბევრ ქვეყანასა თუ რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარება, უბედური შემთხვევები, მეკობრეობა თუ დამსაქმებელთა არალეგალური საქმიანობა განაპირობებს. როგორც საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, მეზღვაურობა მაღალი რისკის პროფესიაა და ის ხშირად არასახარბიელო შედეგებთანაა დაკავშირებული, რომელთა აღმოფხვრაც საკონსულო დეპარტამენტისა და საზღვაო უწყების ერთობლივ და აქტიურ ჩართულობას საჭიროებს. საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მონაცემებით ბოლო სამი წლის განმალობაში დახმარება გაეწია 150-ზე მეტ მეზღვაურს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზები გამო არასათანადო პირობებში აღმოჩდნენ. ხშირად ეს უკავშირდება დანიშნულების ქვეყანაზე ინფორმაციის ნაკლებობას, არასწორად გაფორმებულ კონტრაქტს, ან შრომის პირობების შესახებ არასრულ ინფორმაციას.

ვლადიმერ კონსტანტინიდმა განსაკუთრებული ყურადღება სირთულით, სპეციფიკითა და მაღალი ინტერესით გამორჩეულ რამდენიმე შემთხვევაზე გაამახვილა, კერძოდ, ქართველ მეზღვაურთა დაკავების საქმეებზე ფილიპინებში, აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროსთან და ლიბიაში. მისი თქმით, ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს მხარეს შეზღუდული წვდომის პირობებში, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით უწევდა მუშაობა, რამდენადაც საქართველოს საკონსულო და დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე არ გააჩნია.

ვლადიმერ კონსტანტინიდმა კრიზისული შემთხვევების თავიდან ასარიდებლად საკონსულო დეპარტამენტის მიერ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სწრაფი რეაგირების მოხდენის მიზნით საკონსულო დეპარტამენტში ჩამოყალიბდა 24 საათიანი სატელეფონო ცენტრი, რომელიც მოქალაქეებს ოპერატიულად აკავშირებს საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურებთან, გასცემს შესაბამის ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში კი სიგნალს სხვა შესაბამის უწყებებსაც აწვდის.

გამოსვლის დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციას და მნიშვნელოვანი ღონისძიებების წარმატებით განხორციელება უსურვა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა