logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი სოფელ აწყურში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი სოფელ აწყურში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
13:27 18.05.2018
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აგრძელებს. მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა მელიქიძესთან ერთად, ამჯერად სოფელ აწყურში მიმდინარე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სოფელში კულტურის სახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება. დაგეგმილია კულტურის სახლის ფასადისა და ეზოს, აქვე მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიისა და სპორტული მოედნის კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში შეიღებება ღობეები, სპორტულ მოედანზე დაიგება ხელოვნური საფარი, ეზოში მოეწყობა გარე-განათება, ავტო-სადგომი, მისასვლელ გზაზე არსებულ ხევზე გადასასვლელი ხიდი და საყრდენი კედლები, დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აწყურის კულტურის სახლში რეაბილიტრაციის პირველი ეტაპი განხორციელდა, შეიცვალა კარ-ფანჯარა, ელექტრო-გაყვანილობა და სველი წერტილები, მოეწყო შენობის შიდა ინტერიერი. შედეგად, აქ არსებული სახელოვნებო და სპორტული წრეების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი გარემო შეიქმნა. შენობა 1970 წელს არის აშენებული და ამ დრომდე მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე დადებითად აფასებს სოფელ აწყურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მისი თქმით - "რეგიონში კულტურის სახლებისა და ცენტრების რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განახლებული გარემო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების კულტურული ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას შეუწყობს ხელს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. აქ ორი უნიკალური ტურისტული ობიექტისა და ღირსშესანიშნაობის - აწყურის ციხისა და ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის მასშტაბური რეაბილიტაცია მი მდინარეობს, რაც მომავალში ტურიზმის განვითარების კუთხით სოფელს კიდევ მეტ დატვირთვას მიანიჭებს. მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ აწყურში საზოგადოებრივი ცენტრისა და ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა