თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
09:37 07.05.2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ჭირნახულის, ჯავახეთის, კოსტავას, მელიქიშვილის, ბარათაშვილის, ფურცელაძის, სულხანიშვილის, ვეკუას, მტკვრის, ორბელიანის, სანაპიროს, ზაქრაძის, ქურდიანის, მეუნარგიას, ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, როდენის, ნიკოლაძის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

12 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აკაკი წერეთლის გამზირის(ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სტანისლავსკის, ხოშარაულის, აგლაძის, კერესელიძის, დიდუბის, გოგოლაურის, ბაქრაძის, ვანის, გუდაუთის, ზესტაფონის, ტყიბულის და მრევლიშვილის ქუჩების, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), დელისის III ქუჩის, თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, კამანის, ჯებაშვილის, ინტენსიფიკაციის და ნუცუბიძის(ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლები.

ბეჭდვა