logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტროს “ჯიპიაი ჰოლდინგი” აზღვევს
თავდაცვის სამინისტროს “ჯიპიაი ჰოლდინგი” აზღვევს
16:41 04.02.2020
სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” თავდაცვის სამინისტროს მზღვეველია. სადაზღვევო კონტრაქტი 1-ლი თებერვლიდან შევიდა ძალაში.

კლინიკების თავისუფალი არჩევანი, დისტანციური სერვისები, ონლაინ ანაზღაურება, პროვაიდერი კლინიკების ფართო ქსელი, პირადი ექიმები 50-მდე ლოკაციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით - სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პაკეტებით ისარგებლებენ. სპეციალურად თავდაცვის სამინისტროსთვის ჯიპიაიში ფუნქციონირებს ცხელი ხაზის ცალკე ნომერი (032) 2 509 111.

ბესიჯ ფესტვენიძე, “ჯიპიაი ჰოლდინგის” სამედიცინო დირექტორი:

„თავდაცვის სამინისტროს მოცულობა და დაზღვეულთა რაოდენობა გამოწვევაა ქართული სადაზღვევო ბაზრისთვის. გვეამაყება, რომ ჩვენ როგორც ლიდერ კომპანიას გვაქვს ყველანაირი რესურსი, იმისთვის რომ კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სამსახურში არიან.
პროვაიდერი კლინიკების ფართო ქსელი, თავისუფალი არჩევანი, პირადი ექიმები თბილისში 20-მდე, რეგიონებში კი 30-ზე მეტ ლოკაციაზე, ონლაინ ანაზღაურების სერვისი, ელექტრონული მიმართვები - თავდაცვის სამინისტრო ყველა იმ უპირატესობით ისარგებლებს, რითაც ჩვენი პროდუქტი გამორჩეულია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე.”

განახლებული სადაზღვევო კონტრაქტის და იმ სიახლის შესახებ, რომ წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორხევის საავტომობილო ბაზის მონახულებისას ისაუბრა. მინისტრმა, აღნიშნა რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას გულისხმობს.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 19% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგის 6 ფილიალსა და 40 რეგიონალურ წარმომადგებლობაში 830 ადამიანი მუშაობს და ემსახურება 250,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით, ჯიპიაი ყველაზე სანდო სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ- ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში.

2018 წლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 9.7 მილიარდი ევროა, ხოლო წმინდა მოგებამ - 485 მილიონი ევრო შეადგინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა