სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს შეხვდა
00:24 10.07.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურთან, ვინჩენცო კოპოლასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო კონფლიქტის გადაჭრის პროცესზე ჰიბრიდული საფრთხეების გავლენას, მათ შორის რეგიონულ დონეზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) შორის თანამშრომლობის საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი.
ბეჭდვა