logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი "ტვ პირველის" ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი "ტვ პირველის" ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის
13:22 09.05.2021
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტს მისივე შეფასებით, ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის:

„მსურს განცხადება გავაკეთო გუშინ ტელეკომპანია „პირველზე", გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი", გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დისკრედიტაციას. საუბარია გასული წლის საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებულია, რომელსაც ყავს მსჯავრდებულები და ეს საქმე საზოგადოებისთვის, შესაბამისი უწყების მიერ, გასაჯაროვებულია.

მიუხედავად იმისა, რომ არც საქმეში არსებული დეტალები და არც სიუჟეტის რესპოდენტები, ვერ ადასტურებენ არსებულ საქმესთან პირდაპირი, ან ირიბი ფორმით ჩემს რაიმე ტიპის ჩართულობას და კავშირს, ჟურნალისტი არათუ ვარაუდის დონეზე, არამედ მტკიცებით ფორმაში მადანაშაულებს, უფრო მეტიც პირდაპირ ბრალს მდებს ქრთამის აღებაში. სიუჟეტში მოცემული მიზანმიმართული ცილისწამება, რომლის ფაქტი არ მომხდარა და შესაბამისად ვერ იქნება და არ არის აღძრული საქმეც, არის ჩემი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა და ჩვენ ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტს ვუჩივით სასამართლოში. აგრეთვე მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. ამჯერად, სიცრუის მანქანას მოუწევს არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ სასამართლოს დაუმტკიცოს სიუჟეტში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ, კანონით განსაზღვრული პროცედურებით, ვაგრძელებთ ინვესტორებთან კომუნიკაციას, რათა მოვახდინოთ შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზება არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ჩვენს რეგიონში. ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, კანონის ფარგლებში, ეხლაც და მომავალშიც დავეხმარებით"- აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა