logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
 სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში  დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა
სამეგრელოს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა
15:47 29.03.2020
სამეგრელოს რეგიონში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე სხვა რეგიონებთან მიმართებით.

"დადგება დამატებით ბლოკ-პოსტები რეგიონის, მუნიციპალიტეტების შესასვლელებში, რაც ნიშნავს იმას, რომ გაძლიერებუი საპოლიციო ძალები, ანუ ეკიპაჟები მკაცრად გააკონტროლებენ საავტომობილო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში დასაშვებია 3 ადამიანის ყოფნა - მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ამავდროულად, პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით, რათა ეს წესი იყოს დაცული. ამასთან, მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები, რათა მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, მათ შორის სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირება, შეკრებები და ა.შ. ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათის შემოღება. ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრებისთვის გატარებული ღონისძიებები, რომელიც მიმართულია, რათა ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ თავი დაცულად იგრძნოს. ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში. ამასთანავე, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გალში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა