logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოს პროკურატურამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მორიგი ღონისძიებები განახორციელა
საქართველოს პროკურატურამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მორიგი ღონისძიებები განახორციელა
09:44 17.03.2020
საქართველოს პროკურატურამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მორიგი ღონისძიებები განახორციელა. საზოგადოებრივ მისაღებებში მოეწყო სპეციალური სივრცეები, სადაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებს საშუალება მიეცემა პროკურორებთან და პროკურატურის გამომძიებლებთან ონლაინ-შეხვედრა გამართონ.

ასევე, საქართველოს პროკურატურის ყველა ოფისში მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრების მიღება ხდება დისტანციური წესით. საქართველოს გენერალური, საოლქო და რაიონული პროკურატურების მოქალაქეთა მისაღებში დაიდგა სპეციალური ყუთები, რომელშიც მოქალქეებს შეუძლიათ განათავსონ საჩივარ/განცხადებები. ყუთი სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვით დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიხსნება. დოკუმენტები დარეგისტრირება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში და გადაეცემა ადრესატებს. განცხადება/საჩივრების გადმოგზავნა შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონულ ფოსტაზე - kancelaria@pog.gov.ge და ფოსტით მისამართზე - თბილისი, ვ.გორგასლის ქ. 24 , ინდექსი − 0114.

საშვთა ბიუროსა და კანცელარიის თანამშრომლების მოქალაქეებთან პირადი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით, დამონტაჟდა დამცავი შუშები. საქართველოს პროკურატურის ოფისებში გადაუდებელი აუცილებლობით შესვლისას მოხდება მოქალაქეებისთვის დისტანციური თერმომეტრით ტემპერატურის შემოწმება და ხელების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. საქართველოს პროკურატურის ყველა ოფისი პერიოდულად მუშავდება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს მიეცათ შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც საქართველოს პროკურატურის ის თანამშრომელი, რომელიც იმყოფებოდა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში - საქართველოში დაბრუნებიდან 2 კვირის განმავლობაში არ უნდა გამოცხადდეს სამსახურში, ასევე არ უნდა გამოცხადდეს სამსახურში თუ ჰქონდა კონტაქტი ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან, ან მასთან ერთად მცხოვრებ პირთან, ასევე თუ ჰქონდა კონტაქტი პირთან, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. აღნიშნული ისტორიის მქონე პროკურატურის თანამშრომლები უნდა დარჩნენ თვითიზოლაციაში.

რეკომენდაციების მიხედვით, სამსახურში არ უნდა გამოცხადდნენ ორსულები და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ქრონიკული ან ჯანრთელობის სხვა პრობლემის მქონე თანამშრომლები. ასევე, საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს 60 წელს გადაცილებულ თანამშრომლებს, ხოლო 70 წლის და ზევით მყოფ თანამშრომლებს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია მისცა. დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია მიეცათ არასაპროკურორო საქმიანობის იმ თანამშრომლებსაც, რომლებსაც შეუძლიათ სახლიდან შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები.

საქართველოს პროკურატურის ოფისებში შეიზღუდა საჯარო ღონისძიებების ორგანიზება გარეშე პირების მონაწილეობით. გადაუდებელი შემთხვევების გარდა, ასევე შეიზღუდა სამსახურებრივი მივლინებები.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს პროკურატურა პროკურატურის თანამშრომლებს და მოქალაქეებს მიმართავს, დაიცვან ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა