logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
2 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობისა და 7 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის მსჯავრდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
2 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობისა და 7 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის მსჯავრდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
21:16 13.03.2020
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და მსჯავრდებული შ.ა. ქ.ბორჯომში პოლიციელ გ.ბ-ს სიცოცხლის მოსპობისა და პოლიციელ გ.მ-ს სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე (სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 19, 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ( 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი), ქ.თბილისში, პოლიციელ ბ.მ-ს სიცოცხლის მოსპობისა და პოლიციელების ვ.გ-ს და ვ.გ-ს სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე, (3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19, 3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით), 2015 წლის 5 აპრილს, ქ.თბილისში პოლიციელების ლ.გ-ს, მ.ს-ს, შ.ჯ-ს და ლ.ჩ-ს სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე (19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით), პისტოლეტის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შ.ა.-მ 2015 წლის 23 იანვარს ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლებს გ.ბ-მ და გ.მ-მ , რომლებმაც ის შემოწმების მიზნით შეაჩერეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ატარებდა, სასიკვდილოდ დაჭრა გ.ბ. , ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა გ.მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასამართლომ ასევე დაადგინა რომ, 2015 წლის 4 აპრილს, ძებნილმა შ.ა.-მ ისანი-სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლების - ვ.გ-ს, ვ.გ-ს და ბ.მ-ს მიმართულებით, რომლებმაც იგი შემოწმების მიზნით შეაჩერეს ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბ.მ. გარდაიცვალა, ხოლო ვ.გ-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.

2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, შ.ა-ს ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, იგი შემჩნეულ იქნა ქ.თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების - ლ.გ-ს, მ.ს-ს, ლ.ჩ-ს და შ.ჯ-ს მიმართულებით და კვლავ შეძლო მიმალვა.

2015 წლის 10 აპრილს, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად შ.ა. სამართალდამცველებმა ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. დაკავებისას ამოღებულ იქნა ,,გლოკი“-ს და ,,ПБ 6П9“-ს სისტემის პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და რგდ-5 ტიპის ხელყუმბარა.

სააპელაციო სასამართლომ შ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა