logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი ირაკლი შოთაძეს: რა ბერკეტები არსებობს, რომ გაფლანგული 48 მილიონი ბიუჯეტში დაბრუნდეს
რატი იონათამიშვილი ირაკლი შოთაძეს: რა ბერკეტები არსებობს, რომ გაფლანგული 48 მილიონი ბიუჯეტში დაბრუნდეს
17:29 17.02.2020
რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და საჭიროებებს მოხმარდეს - ამ კითხვით გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს ადამიანის უფლებატა კომიტეტის თავმჯდომარია მოადგილე რატი იონათამიშვილმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მიმართა.

მისი თქმით, გიგი უგულავას საქმეთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებში ძირითადად საუბარია დროზე, პროცედურებზე, მაგრამ არავინ სვამს კითხვას და არ საუბრობს იმ ძირითად შინაარსობრივ ნაწილზე, თუ სად გაიფლანგა 48 მილიონი ლარი, რომლის ფაქტი უკვე დაადგინა ქართულმა სასამართლომ.

რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, 48 მილიონი ლარიდან 14 მილიონი ლარი დახარჯულია "ნაციონალური მოძრაობის" პარტაქტივის სახელფასო ხარჯზე, ხოლო დანარჩენი 34 მილიონი ლარი "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ინტერესებს მოხმარდა.
„არავინ კითხულობს, სად წავიდა ის თანხა და რას მოხმარდა, რომლითაც არაერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამა და პროექტი შეიძლებოდა დაფინანსებულიყო თბილისის ბიუჯეტიდან. შეგახსენებთ და საზოგადოებასაც მინდა შევახსენო, რომ საუბარია 2011-12 წლებზე. ეს ის პერიოდია, როდესაც ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება უარს ამბობდა ისეთი ჯანდაცვის და სოციალური სერვისების და პროგრამების დაფინანსებაზე, როგორიცაა თუნდაც ონკოლოგიური პროგრამები, აუტიზმის პროგრამა, რომელიც ამ რესურსით გაცილებით ადრე შეგვეძლო თურმე დაგვეწყო და კიდევ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენი ქალაქისა და თითოეული თბილისელისათვის თუ თბილისის სტუმრის კეთილდღეობისთვის.

მე რაც მაქვს მოძიებული 48 მილიონი ლარიდან 14 მილიონი ლარი დახარჯულია "ნაციონალური მოძრაობის" პარტაქტივის სახელფასო ხარჯზე, ხოლო დანარჩენი 34 მილიონი ლარი მოხმარდა "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ინტერესებს. მინდა გკითხოთ თქვენ , არ ვარ იურისტი თქვენ შეიძლება უფრო კვალიფიციური პასუხი გამცეთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მე როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს ნამდვილად არ მიჩენს იმის განცდას, რომ სამართლიანობა დადგინდა, თუნდაც როცა 1 ან 4 ადამიანის დანაშაული გამოიკვეთა, მაშინ როდესაც 48 მილიონი არის ისე გამქრალი ჩვენი ჯიბეებიდან, ეს არის ქართველი ხალხის და გადასახადის გადამხდელების ფული, რომელიც უპატიოსნო მოხელეებმა და პარტიის წევრებმა გაინაწილეს და მოიხმარეს” - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ის დრო ენატრება და ისევ უნდა პირადი კეთილდღეობისთვის მილიონების ხარჯვა.

„ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის ნამდვილად არ არის საკმარისი ის, რომ რამდენიმე ადამიანის დანაშაული გამოიკვეთოს მაშინ, როდესაც ეს ადამიანები დღეს კიდევ მაღალ მატერიებზე და სამართლიანობაზე გველაპარაკებიან, ასე უპასუხისმგებლოდ და დანაშაულებრივად ექცეოდნენ ჩვენი ქვეყნის დოვლათს, ჩვენი მოქალაქეების ნაოფლარს, ნაშრომს და საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის იყენებდნენ და ხარჯავდნენ მათ. მათ ეს დრო ენატრებათ და ისევ უნდათ, 48 მილიონი ლარი და კიდევ უფრო მეტი დახარჯონ პირადი კეთილდღეობისთვის. ამიტომ აღარ ვსაუბრობ იმ 4,5 მილიარდზე, რომელიც 2008 წლის შემდეგ, საქართველომ მხარდაჭერის სახით ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო, სად გაქრა არ ვიცით დღეს და სად წავიდა, ვის და რას მოხმარდა 4,5 მილიარდი ლარი, ამაზე აღარ ვსაუბრობ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა