logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ევროპოლში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ევროპოლში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ
16:15 29.07.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნანა ბერიძე, ანტიკორუფციული სააგენტოს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ევროპოლში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის პროექტის: „ტექნიკური დახმარება საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად“ ფარგლებში. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა.

ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ევროპოლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ოდრიჩ მარტინუს შეხვდნენ. ასევე გაიმართა შეხვედრა ევროპის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსთან მანუელ ნავარეტე პანიაგუასთან.

შეხვედრებზე სუს-ის წარმომადგენლები გაეცნენ ევროპოლის და მისი სტრუქტურული დანაყოფების, მათ შორის ევროპის მძიმე ორგანიზებული დანაშაულის ცენტრისა და ევროპის კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობის მიმართულებსა და შესაძლებლობებს, ინფორმაციის გაცვლის მექანიზმებს. მხარეებმა განიხილეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის და ასევე ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

2017 წლის 4 აპრილს, საქართველოსა და ევროპოლს შორის ხელი მოეწერა ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რის შემდეგაც საქართველო ევროპოლის პარტნიორი სახელმწიფო გახდა. 2018 წლის მარტში, ევროპოლთან ხელი მოეწერა უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს და მეკავშირეობის შესახებ შეთანხმებას. საქართველოსა და ევროპოლს შორის დადებული ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაზღვრულია როგორც ერთ-ერთი კომპეტენტური უწყება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა